მელაშვილი ირაკლი
მელაშვილი ირაკლი

მელაშვილი ირაკლი (03. IX. 1965, ქ. თბილისი). ისტორიკოსი, პოლიტ. მოღვაწე.  დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1990). მუშაობდა საქართვ. მშენებლობის სამინისტროს სისტემაში; მ. ი. იყო საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (09. IV. 1991.); საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს წევრი (1992); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: ,,ქარტია – 91”, საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით   გაერთიანებული რესპ. პარტია (1992-1995); იყო მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტ. უფრ.; თვითმმართველობის ექსპერტი.

ლიტ. ამილახვარი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., 2015, გვ. 248, ISBN: 9789941081422.