მელაძე სერგო მიხეილის ძე
მელაძე სერგო მიხეილის ძე

მელაძე სერგო მიხეილის ძე (31.III.1948, წულუკიძე),  თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ტურიზმის სკოლის დირექტორი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1966-1971). ასპირანტურა და მალევე გახდა ქიმიის მეცნ. დოქტორი (1976-1980). მუშაობდა ლაბორანტად, უფრ. ლაბორანტად, უფრ. მასწავლებლად(1970-1987), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ციკლოხაზოვანი და სპიროციკლური აღნაგობის ორგანოსოლოქსანური ოლიგომერებისა და პოლიმერების სინთეზი და მათი თვისებების კვლევა“. მუშაობდა ლვოვის სავაჭრო-ეკონ. ინ-ტის თბილ. ფაკ-ტის დოცენტად (1987-1989), კომერციული კოლეჯის დირექტორის მოადგილეა (1993-1995), თბილ. კოოპერაციული ინ-ტის რექტორი (1995-2010), თსუ-ის ტურიზმის საერთაშ. სკოლის დირექტორი (2011-2016), დღემდე თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ტურიზმის სკოლის დირექტორი (2016-დან). დოცენტი; მ. ს.  არის ნიუ იორკის მეცნ. აკადემიის წევრი და საქართვ. ქიმიური საზ-ების წევრი (1967-დან). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და სასწ. პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თსუ-ის ოქროს მედლით(2023).