მელაძე ჰამლეტ ვარლამის ძე
მელაძე ჰამლეტ ვარლამის ძე

მელაძე ჰამლეტ ვარლამის ძე (09.II.1939, თბილისი). მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. თსუ-ის პროფესორი (1995), კათედრის გამგე (1978), დეკანი (1993), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1992). დაამთავრა: მექან.-მათ. ფაკ-ტი (1961); ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნი-ტის გამოთვლითი მათ. და კიბერნეტიკის ფაკ-ტის ასპირანტურა (1971). სხვადასხვა დროს იყო:  თსუ-ის მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნ. კათედრის უფრ. ლაბორანტი (1961-1966), თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1966-1967);  თსუ-ის კომპიუტერების მათ. უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი (1971-1978) და ამავე კათედრის გამგე (1978-2006);  გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტის დეკანი (1993-1999);  საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის, ინფორმატიკის განყ-ების მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2009);  შეთავსებით - თსუ-ის სოხუმის ფილიალის, პროფესორი (1999-2006); სოხუმის სახელმწ. უნ-ტის, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი (2006-2009); საქ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის, ინფორმატიკის განყოფილების გამგე (2009-დღ); საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი (2008-დღემდე). მისი სამეცნ. მოღვაწეობის თემატიკაა: მათ. ფიზიკის წრფივი და არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების და განტოლებათა სისტემების ამოხსნის რიცხვითი მეთოდების შექმნა და დაფუძნება; ეკონ. სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა; კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური საწყის-სასაზღვრო და სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა და მათი ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შემუშავება; წრფივი და არაწრფივი განტოლებებისა და განტოლებათა სისტემებისათვის პარალელური იტერაციული ალგორითმების აგება და ანალიზი; არამკაფიო სისტემებისა და მოდელების კვლევა. ის  139 სამეცნ. ნაშრომის (მათ შორის 12 სახელმძღვანელო) ავტორია; არის მრავალი საერთაშ. საგრანტო პროექტის მონაწილე და ხელმძღვ. საქართვ. მხრიდან; რამოდენიმე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის წევრი, სხვადასხვა დროს - მთ. რედ. მისი ხელმძღვ. დაცულია 1 სადოქტორო, 14 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს თბილ. უნ-ტის სამეცნ. პრემია საუკეთესო სახელმძღვ. (2002); უკრაინის მათ. კონგრესის, მ. მ. ბოგოლიუბოვის სახ. სამახსოვრო ოქროს მედალი - "За високий рიвень наукових результатიв в гадузi математичноï науки" (2009);  ჯოზეფ ს. დებლასის ჯილდო  ორ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში შეტანილი წვლილისათვის კომპიუტერული ხელოვ. და მეცნ. წინსვლაში და წარმმართველი როლისათვის ICPC-ის (International Collegiate Programming Contest) წარმატებაში (2021). დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისათვის (1998).

თხზ.: მელაძე, ჰ. (2000). გამოყენებითი მათემატიკის საწყისები : სახელმძღვ. უნ-ტის სტუდ.-თვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992883871; მელაძე, ჰ. (2003). გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები: ნაწ. 1: ცდომილებათა თეორია: წრფივი ალგებრა. არაწრფივი განტოლებები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994013645.  მელაძე, ჰ. (2005). გამოთვლითი მათემატიკის საფუძვლები. ნაწ. 2: ფუნქციათა ინტერპოლება და აპროქსიმაცია: რიცხვითი გაწარმოება. რიცხვითი ინტეგრება. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994038095.

ლიტ.:  ყიფიანი,  თამაზ. (2001). წიგნი ღირსებისა: ტ. 3,  თბ., გვ.215.