მელაძე გიორგი  გიორგის ძე
მელაძე გიორგი გიორგის ძე

მელაძე გიორგი გიორგის ძე (24. VI. 1960, თბილისი), ეკონომგეოგრაფი, პედაგოგი, ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1994), დოცენტი (2001). სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე მხარეთმცოდნეობისა და საექსკურსიო საქმის ორგანიზაციის მეთოდიკის სპეციალობით (1977-1982), მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტზე დემოგრაფის სპეციალობით (1990-1991). მუშაობდა თსუ-ის ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში მეცნ.-თანამშრომლის თანამდებობაზე (1982-1989), ეკონ. სამინისტროსთან არსებული სოც.-ეკონ. და რეგიონული პრობლემების ეკონომიკის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1989-1992), საქართვ. მეცნ. აკად. დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტში განყ-ბის გამგის მოადგილედ (1992-დან), შემდეგ თსუ-ის საქართვ. გეოგრ. და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის დოცენტია (2001-2005), ასისტენტ პროფ. (2006-2008), ამჟამად ასოცირეული პროფესორი (2009-დან). შეთავსებით მუშაობს თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში საზ. გეოგრ. განყ-ბაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (2009-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „თბილისის მოსახლეობის რეპროდუქციული ქცევის თავისებურებანი" (1994). გამოქვეყნებული აქვს 180-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია (მ.შ. 3 თანაავტორობით), მათში განხილულია შობადობის, მოკვდაობის, ქორწინების, განქორწინების, მიგრაციის პრობლემები და თეორიულ-მეთოდოლ. საკითხები. განხორციელებული აქვს 40-ზე მეტი ადგილ. და საერთაშ. პროექტი. არის 90-მდე ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების მონაწილე. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2001). იგი არის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების ავტორი: “საქართველოს გეოგრაფია“ (2000), „საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (2021).

თხზ.: მელაძე გ., წულაძე გ. (1997). საქართველოს მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესები. გამომც. პაკო; მელაძე, გ. (2007). საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევები. გამომც. ,უნივერსალი. ISBN 9789941121654; მელაძე, გ.  (2013). საქართველო და გლობალური დემოგრაფიული პროცესები. გამომც. უნივერსალი. ISBN 9789941179037. Kohler T., Elizbarashvili N., Meladze G., Svanadze., Meessen H. (2017). The Demogeographic Crisis in Racha, Georgia: Depopulation in the Central Caucasus Mountains ,Mountain Research and Development. 37 N4, pp. 15-424; http://dx.doi.org/10.1659/MRD-JOURNAL-D-17-00064.1; Meladze G. (2024). Demographic Situation in Modern Abkhazia-Fact or Fiction? ,Georgian Geographical Journal 5 (1). https://doi.org/10.52340/ggj.2025.05.01.05.

ლიტ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.