-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მექვაბიშვილი ელგუჯა გიორგის ძე (26. V. 1956, ლანჩხუთი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1973-1978), არის ეკონ. მეცნ. კანდ. (1983), ეკონ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2002). მუშაობდა საქართვ. მენც. აკადემიის ეკონ. და სამართ. ინ-ტის უმცროს, უფრ. (1984) და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1979-1988). მ. ე. იყო ეკონ. ფაკ-ტის უფრ. მასწავლებელი (1988), დოცენტი (1992), პროფესორი (1997), კათედრის გამგე( 1998), ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სასწ. მუშაობის დარგში (1990), ეკონ. ფაკ-ის დეკანი (1992-2005), საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრი (1998-2005), ეკონ. პრინციპების კათედრის ხელმძღვ. (2006-2012 ), თეორ. ეკონ. კათედრის ხელმძღვ. (.2009-2012). მონაწილეობდა საბერძნ. მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტში, მისი თანაავტორობით პირეოსის უნ-ტისა და თსუ-ის პროფესორებთან ერთად გამოიცა სახელმძღვანელო „მეწარმეობის თეორიული საფუძვლები“ ინგლისურ და ქართულ ენებზე (ნაწ. 1-2, 2009). მ. ე. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: თეორ. ეკონ. თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიები, გლობალური ეკონ. და გლობალიზაციის ეპოქის ფინანსურ-ეკონ. კრიზისები. მ. ე. არის ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთ. რედ. (2018). გამოაქვეყნა 200-მდე სამეცნ. ნაშრომი, ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. არის 15-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. ნაშრომები ეძღვნება თეორ. ეკონ., მსოფლიო ეკონ., მაკროეკონომიკის და ტრანსფორმაციული ეკონ. აქტ. პრობლემებს. პროფ. მ. ე. დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (1998), მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახ. პრემია სამეცნ. მოხსენებისათვის „გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკა“ (2016), დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (2017), მიიღო ბათუმის სახ. უნ-ტის საპატიო დოქტორის წოდება (2025).
თხზ.: მექვაბიშვილი, ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბ., ინტელექტი,ISBN 9789941476297; მექვაბიშვილი, ე. (თანაავტორი). (2006). მიკროეკონომიკსი. ISBN994061518; მექვაბიშვილი, ე. (2025). თეორიული ეკონომიკის ახალი პარადიგმის ძიებანი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941363429.