მეგრელიშვილი ნინო ზურაბის ასული
მეგრელიშვილი ნინო ზურაბის ასული

მეგრელიშვილი ნინო ზურაბის ასული (15.VI.1959, თბილისი), ექიმი,  მედიცინის დოქტორი. დაამთავრა თსსი-ს პედიატრიის ფაკ-ტი (1982), თსსი-ის ასპირანტურა სპეციალობით - პათოფიზიოლოგია (1982-19855). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ორგანიზმის მედეგობის განსაზღვრა სისხლკარგვისადმი ჰიპოკინეზიის ხანგრძლივობაზე დამოკიდებულების მიხედვით და რეზისტენტობის ამაღლების გზების მოძიება“ (1986) და  მიენიჭა მედიცინის მეცნ. კანდიდატის ხარისხი. იყო თსს-ის ცსკლ-ს ელექტროფიზიოლოგიის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომელი(1982-1985), პათოფიზიოლოგიის განყ-ბის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1985-1995), პათოფიზიოლოგიისა და ექსპერ. მედიცინის განყ-ბის მთ მეცნიერ-თანამშრომელი (1995-2006). ამჟამად მუშაობს  თსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის დოქტორანტურის საგანმან. პროგრამებისა და სამეცნ. ჟურნალის ადმინისტირების მენეჯერად (2021-დან) და თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის კლინ. და ექსპერ. პათოლ-ის დეპარტ-ტის მეცნ. თანამშრომლად  (2025 -დან). არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

თხზ.: მეგრელიშვილი, ნ. (2010). პათოფიზიოლოგიის სწავლების საკითხისთვის საქართველოში. თბ.; მეგრელიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2013). ომეგა-3-ის მნიშვნელობა დარღვეული ლიპიდური ცვლის მკურნალობის შედეგების შენარჩუნებაში. კავკასიის საერთაშ. უნ-ტის მაცნე, №5; მეგრელიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2018). ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. აღმაშენებელი, № 13, თბ., დ. აღმაშენებლის სახ. უნ-ტი; მეგრელიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2020). ერითროენზიმოპათია გლუკოზა-6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის შესახებ. თბ. სპექტრი, №3.