-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი მასწავლებელი
მეგრელიშვილი ქეთევან ფერშანგის ასული (19.VIII.1965, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1999), თსუ-ის მასწავლებელი (2000-2002), დოცენტი (2002-2006). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტერატურის მიმართულებით (1989) და თსუ-ის ასპირანტურა (1993). იყო თსუ–ის ირან. ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტი და პედაგოგი საათობრივი ანაზღაურების წესით (1994-2000), მასწავლებელი (2000-2002) და დოცენტი (2002-2006), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ირანისტიკის განყ-ების კონტრაქტით მოწვეული მასწავლებელი (2006-2007), თსუ-ის ენების ცენტრის მასწავლებელი (2007-2009), საქართვ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2015-2022). მ.ქ. თსუ-ში უძღვებოდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა, ქართულ-სპარს. ენობრივი ურთიერთობები. მ.ქ.-ის კვლევის სფეროებია: ქართულ-სპარს. ენობრივი ურთიერთობები, ლექსიკოლოგიისა და ფრაზეოლოგიის საკითხები, ეტიმოლ. ძიებანი, სპარს. ენის სწავლების მეთოდიკა. არის 20-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი.
მეგრელიშვილი, ქ. (თანაავტორი). (2005). საკითხავი წიგნი სპარსულში, ტ. I. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN:9994051024; მეგრელიშვილი, ქ. (თანაავტორი). (2015). საკითხავი წიგნი სპარსულში, ტ. II. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN:9789941133725; მეგრელიშვილი ქ. (თანაავტორი). (2016, 2018). სპარსულ-ქართული და ქართულ-სპარსული ორენოვანი თემატურ-გამოყენებითი ლექსიკონი. ისპაჰანის სახ. უნ-ტის გამომც., ISBN:9786001101212.