მეგრელიძე კონსტანტინე (კიტა) რომანოზის ძე
მეგრელიძე კონსტანტინე (კიტა) რომანოზის ძე

მეგრელიძე კონსტანტინე (კიტა)  რომანოზის ძე (9.IV.1900, სოფ. ხრიალეთი, ოზურგეთის მაზრა - 20.IX.1944, კიროვის ოლქი, გარდაიცვალა გადასახლებაში), ფილოსოფოსი, სოციოლოგი. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1923); სწავლობდა ფრაიბურგისა და ბერლინის უნ-ტებში (1924-1926) ე. ჰუსერლისა და მ. ჰაიდეგერის ხელმძღვანელობით. ფილოსოფიის მეცნ. კანდ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები“ (1936). ეწეოდა სამეცნ. და პარტიულ მოღვაწეობას თბილისში; იყო საქართვ. კპ ცკ-ის აგიტაციისა და პროპაგანდის განყ-ების გამგე (1927-დან). მუშაობდა ლენინგრადის ენისა და აზროვნების ინ-ტში ნ. მარის ხელმძღვანელობით (1932-დან). რეპრესირებულ იქნა „შინსახკომის“ მიერ (1938). პოსტუმურად რეაბილიტირებულია (1956). მ. კ.-ს კვლევის ინტერესს წარმოადგენდა აზროვნების არსი და ადამიანის სოც. ბუნება. მან შექმნა ორიგინალური კონცეფცია, რ-იც მარქსიზმისა და ფენომენოლოგიის სინთეზს ეფუძნებოდა. აზროვნებას განიხილავდა როგორც სოციალურ მოვლენას, რ-იც მატერიალურ კულტურასთან, შრომასა და ენასთან განუყრელ კავშირშია.

თხზ.: Мегрелидзе, К. (1965, 1973). Основные проблемы социологии мышления. Тб., Мецниереба; მეგრელიძე, კ. (1990). აზრის სოციალური ფენომენოლოგია. თბ., მეცნიერება.