მეძმარიაშვილი ელენე გიორგის ასული
მეძმარიაშვილი ელენე გიორგის ასული

მეძმარიაშვილი ელენე გიორგის ასული (20.III.1948, თბილისი), ისტორიკოსი, ამერიკისმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1971) და ასპირანტურა მსოფლიო ისტორიის მიმართულებით (1974). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „თანამედროვე ნიგერიის პოლიტიკური ძალები“ (1978). მუშაობდა: თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის ასისტენტად (1974-1980); დოცენტად (1980-2006); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორად (2006-2008); ასოცირებულ პროფესორად (2008-2023); რატგერსის უნ-ტის (აშშ) მიწვეულ მკვლევარად (2005-2006). არის: ამერიკისმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის პროფესორი და ხელმძღვ. (2023-დან); ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ., თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2023-დან); ევროსაბჭოს ევროპაში ისტორიის სწავლების ობსერვატორიის მრჩეველთა სამეცნ. საბჭოს წევრი (2020-დან); საქართვ. ორი პროფესიული ორგანიზაციის - ისტორიის მასწავლებელთა (1997) და ამერიკის შესწავლის (2001) ასოციაციების თანადამფუძნებელი; ევრ., აშშ-ის პროფესიული ასოციაციების წევრი. მ. ე. ავტორია 100-მდე სამეცნ. ნაშრომისა: „ქართველი იმიგრანტი ქალების პრობლემები აშშ-ში“ (2008); „ელეანორ რუზველტი: ფემინისტი თუ სოციალურ საკითხებზე მზრუნველი პოლიტიკოსი“ (2018); „ქალი-სახელმწიფო მდივნების როლი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში“ (2016) და ა.შ.; მათ შორის წიგნებისა: ამერიკისმცოდნეობის, XX საუკუნის მსოფლიო ისტორიის, ისტორიის სწავლების დიდაქტიკის საკითხებზე, ასევე არის არაერთი კრებულისა და სახელმძღვანელოს სამეცნ. რედ.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მეძმარიაშვილი, ე. (თანაავტორი). (1970). ახალი ისტორიის ქრესთომატია. თბ., უნ-ტის გამ-ბა. მეძმარიაშვილი, ე. (1978). თანამდროვე ნიგერიის პოლიტიკური ძალები. თბ., მეცნიერება; მეძმარიაშვილი, ე. (2008). ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების XX საუკუნის ისტორია: ნაწ. 1: 1900-1945. თბ., კლიო, ISBN: 9789994090242; მეძმარიაშვილი, ე. (თანარედაქტორი). (2015). კულტურათა გზაჯვარედინი. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებები XIX-XX საუკუნეებში: მოსწავლის წიგნი. თბ., ევროკლიო, ISBN: 9789663224541; მეძმარიაშვილი, ე. (2017). ქალი XX საუკუნის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში. თბ., კლიო, ISBN: 9789941441677; მეძმარიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2019). დემოკრატიის გაკვეთილები. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია: 1600-1877. თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN: 9789941138607; მეძმარიაშვილი, ე. (2023). ამერიკისმცოდნეობის ნარკვევები. თბ., კლიო, ISBN: 9789941496622.