-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მებონია ჯემალ ვლადიმერის ძე (29.VI.1939, სოფ. ობუჯი, წალენჯიხის რაიონი - 18.VII.2024, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1961). შემდეგ სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში თეორ. ფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში თეორ. ფიზიკის, სადაც მუშაობდა დისერტაციაზე პროფ. ვ. ბალაშოვის ხელმძღვანელობით (1961-1966). მუშაობდა თსუ-ის ბირთვული ფიზიკის სამეცნ-კვლ. ლაბორატორიაში (1966–1986). მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტად გარდაქმნის შემდეგ ბირთვული რეაქციების ლაბორ. გამგედ. მოიპოვა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის (1967) და ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი ხარისხები (1985). იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორი (1986-1995); კათედრის გამგე (1995-დან), ფიზიკის ფაკ-ტის დეკანი (1988- 2005); თსუ-ის დიდი საბჭოს, პროფესორთა და სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი (1989–2005). იყო თსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2013-2024). მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. მის სამეცნ. ინტერესებს შეადგენდა ატომური და ბირთვული რეაქციები გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სამეცნ. სტატია საქართვ. ყოფილი საბჭ. კავშირის და საზღვარგარეთის წამყვან სამეცნ. ჟურნალებში; მონაწილეობდა საერთაშ. კონფერენციებში. კითხულობდა ლექციებს ზოგადი და თეორ. ფიზიკის კურსებში ფიზიკის, ქიმიის და კიბერნეტიკის ფაკ-ტების სტუდენტებისთვის, ხელმძღვანელობს სამეცნ. და სასწ. სემინარებს, ასპირანტებს და მაგისტრანტებს (1967-2005); მისი სამეცნ. ინტერესები ეხებოდა მრავალნაწილაკოვანი კვანტური სისტემების თეორიას. შემუშავებული აქვს N-ნაწილაკოვანი სისტემების მიახლოებითი ამოხსნის ორიგინალური მეთოდი, კონკრეტული შედეგები მიიღო 3-ნაწილაკოვანი ატომური და ბირთვული სისტემების ამოცანებისათვის მისი სამეცნ. ხელმძღვ. დაცული იქნა 4 საკანდიდატო დისერტაცია.
თხზ.(გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მებონია, ჯ. (2002). ატომური ფიზიკა : ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისთვის. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 248გვ.- ISBN: 9992891149; მებონია, ჯ. (2003). ბირთვული ფიზიკა : ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისთვის, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 288გვ.; ISBN: 9994013700.