-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი
მებონია ია ჯემალის ასული (28.XII.1964, ქ. თბილისი). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კადიდატი (1992). დაამთავრა თბილ. 51-ე საშ. სკოლა (1981), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1987), თსუ-ის ასპირანტურა (1991). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახ. უნ-ტში). არის თსუ-ის დოცენტი (1994-2004), PH დოქტორი (2004). იყო თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის მეცნ.-თანამშრომელი (1991-1992). ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტი (1992-2003), შემდგომ კი დოცენტი. სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებების (სდასუ, BTU, თბილ. თავისუფალი აკადემია) მოწვეული ლექტორი (2003-2020). არის NEU-ს ასოცირებული პროფ. (2020). ის აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და საავტორო სკოლებთან (1999-2025), მინიჭებული აქვს წამყვანი(2015) და მენტორი(2019) მასწავლებლის სტატუსები. თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვ. ცენტრთან ლექტორ-კონსულტანტის პოზიციაზე (2012). მისი სამეცნ. ინტერესები ძირითადად უკავშირდება მაღალი რიგის დიფერენციალური განტოლებების გეომეტრიას და მათ. სწავლების მეთოდიკას. არის ავტორთა იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც მოამზადა I-XII კლასების სახელმძღვანელოები და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნების სერიები (76 წიგნი). ეს სახელმძღვანელოები გრიფირებულია, თარგმნილია (რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე) და წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მრავალ სკოლაში გამოიყენება.
თხზ.:Мебониа, И. (1990). Редукция сильно приводимых дифференциальных систем пятого порядка к структуре стабильной нелинейной связности. Геометрический сборник Калининградского ГУ, стр. 45-47; მებონია, ი. (თანაავტორი). (2018). შეამოწმე შენი ცოდნა მათემატიკაში (თემატური და საკონტროლო ტესტების კრებული), საქართველოს აკადემიური გამომცემლობა, 354 გვ.; Mebonia, I. (2020). About methods of teaching concepts. Scientific paper in Journal of Modern Education Review (ISSN 2155-7993), USA Academic Star Publishing Company, Volume 10, No. 3, pp. 199–202.