მებაღიშვილი ნოდარ ნიკოლოზის ძე (12.IV.1937, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „Некоторые вопросы возмущений F слоя на средних широтах (1974 ); მეცნ. აკადემ. დოქტორი (2007); გეოფიზიკის ინ-ტის თანამშრომელი (1967); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1974-2018); მეცნიერ-თანამშრომელი (2018-2025). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Complex Geophysical Investigation of Some Characteristics of Strong Local Magnetic Anomalies in Guria (Georgia)” (JGGS. –Issue A. Physics of Solid Earth. 2011-2012. vol. 15); ,,О возможности основания базисной модели магнитотерапевтического курорта в низкогорной Гурии“ (Сборник трудов Ин-та геофизики АН Грузии. 2013. т. 64); ,,გეომაგნიტური აქტივობისა და კორონალური ამოფრქვევების ანალიზი“ (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „კომპლექსური გეოფიზიკური მონიტორინგი საქართველოში: ისტორია, თანამედროვე რობლემები, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“, 2025).