-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი პალიატიური მზრუნველობაში, თსუ-ში გაიმართა თსუ-ის მედ. ფაკ-ტისა და ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული „პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშ. სიმპოზიუმი (22.X.2019-25.X.2019), რ-შიც მონაწილეობდნენ ისეთი ექსპერტები, როგორებიცაა: პროფ. რ. ტუიკროსი (ოქსფორდის უნ-ტი, დიდი ბრიტანეთი), ჯ. დოუნინგი (ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საერთაშ. ქსელია აღმასრ. დირექტორი), პროფ. ფ. რაულინსონი (დიდი ბრიტანეთი), პროფ. ხ. გ. ბატისტა (პალიატიური მზრუნველობის კათედრა, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის კვლევის ცენტრი, კატალონიის ცენტრ. უნ-ტი, ესპანეთი), ჯ. ვერნე (კლინ. ეპიდემიოლოგიის დეპარტ. ხელმძღვ., ცხოვრების მიწურულისას მზრუნველობის გათვითცნობიერების ეროვნ. ქსელის კლინ. ხელმძღვ., ინგლისის დასავლეთის უნ-ტი), ს. კონორი (პალიატიური მოვლის მსოფლიო ჰოსპისის ალიანსის (WHPCA) აღმასრ. დირექტორი), კ. მუზბეკი (პალიატიური მზრუნველობის აღმოსავლეთ ევროპის სამუშაო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, უნგრეთი), პროფ. გ.-ლ. უანგი (აშშ), პროფ. კ. ცენტენო (ნავარას უნ-ტი, ესპანეთი), პროფ. ე. გარალდა (ნავარას უნ-ტი, ესპანეთი). კონფერენციაზე განხილული იყო, თუ როგორ არის პალიატიური მზრუნველობა განვითარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. პალიატიური მზრუნველობის ექსპერტების მიერ გაიცა რეკომენდაციები საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარების თაობაზე.