მძინარაშვილი თამაზ ჯუმბერის ძე
მძინარაშვილი თამაზ ჯუმბერის ძე

მძინარაშვილი თამაზ ჯუმბერის ძე (04.I.1953 ქ. თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1974). მუშაობა დაიწყო საქართვ. ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში მეცნ. მუშაკის თანამდებობაზე (1974). შემდეგ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრაზე მეცნ.-თანამშრომელის თანამდებობაზე (1985–1990). დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის  დისერტაცია, ბიოფიზიკის სპეციალობით (1990). მას უკავია დოცენტის თანამდებობა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მაკრომოლეკულების ფიზიკის კათედრაზე (1991-1999). დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (2000) და თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება ბიოფიზიკაში (2002). დღემდე    არის თსუ-ის პროფესორი (2009-დან). თსუ-ის ბიოფიზიკის კათედრის გამგეა (2012-დან), არის ფიზიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ბიოფიზიკის არჩევითი  მოდულის ხელმძღვ., ბიოფიზიკის (ინტერდისციპლინური)  მაგისტრატურის საგანმანათლებო პროგრამის ხელმძღვ., ფიზიკის დოქტორანტურის ბიოფიზიკის მოდულის ხელმძღვ. მრავალი წლის განმავლობაში (დაახლოებით 10 წელი) არის საბაკალავრო და სამაგისტრო დიპლომების დაცვის კომისიის თავ-რე,  ბოლო ათი  წლის განმავლობაში არის რამდენიმე ათეული ბიოფიზიკის სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ხუთი სადოქტორო აკად. ხარისხი. ამჟამად არის 5 დოქტორანტის ხელმძღვ. მისი სამეცნ. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ცილების, დნმ-ის ვირუსების ბაქტერიების ბიოფიზიკური კვლევები. ინფექციური დაავადებების ბიოფიზიკური მეთოდებით კვლევები. ახალი დიზაინის წამლების, რომლებიდანაც გამოიყოფა მის მიერ შექმნილი ახალი ბიოტექნოლოგიით მომზადებული ნანონაწიალკების ბიოფიზიკური კვლევები და სხვა.   თსუ-ში მოღვაწეობის პერიოდში მიღებული აქვს 12 საერთაშ. და საქართვ. სამეცნ. გრანტი. მათ შორის იყო მენეჯერი HORISON 2020-ის COST საგრანტო პროექტის წევრი საქართველოდან (2017-2019). არის 60-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი ძირითადად საერთაშ. იმპაქტ ფაქტორიან  ჟურნალებში.