მდივანი ლონდა ვლადიმერის ასული
მდივანი ლონდა ვლადიმერის ასული

მდივანი ლონდა ვლადიმერის ასული (20.VI.1930, ქუთაისი), ფილოსოფოსი, ფილოს. მეცნ. კანდ. (1960), დოცენტი. 1947-1951 წლებში სწავლობდა ი. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტში ქართ. ენის, ლოგიკის და ფსიქოლოგიის მასწავლებლის სპეციალობაზე. იყო ნ. ბარათაშვილის სახ. სტიპენდიანტი. სწავლა დაიწყო თბილ. სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით (1951). იყო ასპირანტთა პროფორგანიზაციის თავ-რე (1952-1954); ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1957), საქართვ. ფიზკულტურის ინ-ტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის უფრ. მასწავლებელი(1958-1959); ვ.ი. ლენინის სახ. სპის მარქსისტულ ლენინური ფილოსოფიის კათედრის დოცენტი (1959-1972); ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის დოცენტი (1972). დაამთავრა თბილ. სახელმწ. უნ-ტი (1960) და დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,მიმართებათა ლოგიკის ნეოკანტიანური საფუძვლების კრიტიკისათვის“, რის შედეგადაც მიიღო ფილოსოფიურ მეცნ. კანდიდატის და დოცენტის წოდება. გმოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,ამერიკული სოციოლოგიის რეაქციული ხასიათი“ (საქართვ. ეკონომისტი N9, 1960); ,,ხელოვნების ზოგიერთი საკითხი მარქსისა და ენგელსის შრომებში“ (საბჭ. ხელოვნება, N11, 1964); ,,დიზაინის საკითხისათვის“ (საბჭ. ხელოვნება, N2, 1966); ,,მხატვრული კონსტრუირების საკითხისათვის“ (სპის შრომები, N7, 1969); ,,ვ.ი. ლენინი და ხელოვნების საკიტხები“ (სპის შრომები, N2, 1970); ,,ტექნიკური ესთეტიკის საკითხისათვის“ (ცისკარი, N8, 1977).

თხზ.: მდივანი, ლ. (1960). მიმართებათა ლოგიკის საკითხისთვის:[მონოგრაფია]. თბ., საბჭ. საქართველო.