მჭედლიშვილი მაია იურის ასული
მჭედლიშვილი მაია იურის ასული

მჭედლიშვილი მაია იურის ასული(1978, თბილისი), ექიმი, პათომორფოლოგი, მკვლევარი.  დაამთავრა თსსუ-ის ზოგადი პრაქტიკის ექიმის განხრით (2002), ასევე დაასრულა პათოლ. ანატომიის ასპირანტურა ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტში (2004). გაიარა სპეციალიზებული სასწ. კურსები საერთაშ. დონეზე, მათ შორის სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა გენეზის ავთვისებიანი პროცესების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების დიაგნოსტიკის პროგრამები კორნელის უნ-ტში (NY,USA). მუშაობს ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტში მთ. მეცნიერ-თანამშრომლად (2005-დან); პრაქტიკოს პათოლოგ-ანატომად (2006-დან). მისი კვლევითი ინტერესები ფოკუსირებულია ძუძუს კიბოს ბიოლოგიასა და დიაგნოსტიკაზე, განსაკუთრებით IHC მარკერებთან და ქვეტიპების კლასიფიკაციასთან მიმართებით. იგი არის 30-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი სტატიების უმრავლესობა დაკავშირებულია ონკოპროტეინ HER-2/neu-ს დიაგნოსტიკური და პროგნოზული ღირებულების შეფასებასთან ძუძუს კიბოს ქსოვილში და ძუძუს კიბოს ქვეტიპების შედარება ახალგაზრდა და ხანდაზმულ ქალებს შორის საქართვ პოპულაციაში. მონაწილეობს სამეცნ. კონფერენცებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ოთხი სამეცნ. დისერტაცია საკვერცხის ეპითელური სიმსივნეებისა და საშვილოსნოს ტანის ლეიომიოსარკომების მოლეკულური და პროგნოზული მარკერების მნიშვნელობა იმუნოთერაპიის ეფექტურობის საკითხებში.

თხზ.: მჭედლიშვილი, მ. (თანაავტორი). (2022). ავთვისებიანობის დაბალი ხარისხის ენდომეტრიული სტრომული სარკომის ადიუვანტური თერაპია არომატაზას ინჰიბიტორით - კლინიკური შემთხვევის აღწერა. მაცნე = Известия = Proceedings / საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია; მჭედლიშვლი, მ. (თანაავტორი). (2024). საკვერცხის ფიბრომა - იშვიათი შემთხვევის განხილვა. ექსპერ. და კლინ. მედიცინა = Experimental and Clinical Medicine = Эксрериментальная и клиническая медицина, N 5.