მჭედლიშვილი ლერი გიორგის ძე
მჭედლიშვილი ლერი გიორგის ძე

მჭედლიშვილი ლერი გიორგის ძე (1.XI.1936, თბილისი - 20.VIII.2013, თბილისი), ლოგიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1959). ფილოს. მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,არისტოტელეს აპოდიქტიკური სილოგისტიკის ზოგიერთი საკითხი (1971), პროფესორი. თითქმის 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტის ლოგიკის კათედრაზე. იყო ამავე ფაკ-ტის დეკანი და ლოგიკის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს სიღნაღის უნ-ტში (2000-2005). იყო თავისუფალი უნ-ტის მართვისა და საზ. მეცნ. სკოლის დეკანი (2010-2013). მ. ლ-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავდა ფორმალურ და მოდალურ ლოგიკას, შესაძლო სამყაროთა სემანტიკასა და არისტოტელეს სილოგისტიკას. მან შეისწავლა არისტოტელეს აპოდიქტიკური სილოგისტიკა და მოახდინა მისი ახლებური ინტერპრეტაცია. იკვლევდა ქართ. ლოგიკის ისტოტორიას (ს. დოდაშვილის, ეფრემ მცირის, იოანე პეტრიწისა და კ. ბაქრაძის ნაშრომები). იყო არისტოტელეს ლოგიკისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმისა (თბილისი, 1983) და მეოთხე საბჭოურ-ფინური კოლოკვიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი(თელავი, 1985). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,ასერტორული პოზიტიური სილოგისტიკის სისტემების სამფასა ტერმინებით“ (საქართვ. მეცნ. აკად. მაცნე №1, 2007); ,,მატერიალური იმპლიკანციის პარადოქსები და ჰ.პ. გრაისის კონვერსაციული პოსტულატები“ (საქართვ. მეცნ. აკად, მაცნე №1, 2007); ,,დიალექტიკური ლოგიკის შეფასებისათვის: დიალეტიკური წინააღმდეგობების ანალიზი“ (ფილოსოფია, დიალექტიკა, ლოგიკა: ს. წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნ. საიუბილეო კრებ., 2008); 

თხზ.:მჭედლიშვილი, ლ. (მთარგმნელი, თანაავტორი). (1971). ლოგიკისა და დედუქციურ მეცნიერებათა მეთოდოლოგიის შესავალი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მჭედლიშვილი, ლ. (თანაავტორი). (1992). ლოგიკა, (ნაწ. 1; ნაწ. 2). თბ., უნ-ტის გამ-ბა; მჭედლიშვილი, ლ. (თანაავტორი). (1997). ლოგიკა. თბ., მერიდიანი; მჭედლიშვილი, ლ. (თანაავტორი). (2003). ლოგიკა. თბ., ჯისიაი, ISBN 9992821930; მჭედლიშვილი, ლ. (თანაავტორი). (2013). ცნობიერების ფილოსოფია:ქრესტომათია. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტი.