მჭედლიშვილი ივანე
მჭედლიშვილი ივანე

მჭედლიშვილი ივანე (XII. 1923, ქ. სიღნაღი). დაამთ. სიღნაღის პედ. სასწავლებელი (1941); თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი ჟურნალისტიკის სპეციალობით (1957). მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში; მონაწილეობდა სტალინგრადის, III ბელორუსიის, I და II ბალტიისპირეთის, ლენინგრადის ფრონტებზე (1941). საქართვ. სსრ განათლების სამინისტროს დავალებით მუშაობდა ქლუხორში: ქლუხორის საშ. სკოლაში–დაწყებითი კლასების მასწავლებლად (1948–1952). ქ. თბილისის გარეუბნის (ამჟამად სამგორი) რაიონულ გაზ. „სამგორის“ სტამბაში –საამქროების უფრ.( 1952–1959). მ.ი. პროფესორ დ. გამეზარდაშვილის მოწვევით გახდა თსუ–ის ჟურნალისტიკის განყ–ების სასწ.–პოლიგრაფიული ლაბორატორიის გამგე (1959). იგი  ხელმძღვანელობდა ფილოლოგიის ფაკ-ტის სასწ. პოლიგრაფიულ ლაბორატორიას, რ–იც ჟურნალისტიკის პროფ. სწავლების ბაზას წარმოადგენდა (1960). მისი თაოსნობით, ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე პოლიგრაფიული ტექნიკით, სადაც  ჩამოყალიბდა სტანდარტიზებული სასწ. კურსები; დაიწყო სტუდენტური გამოცემების სისტემური გამოქვეყნება; ლაბორატორია იქცა პრაქტიკისა და კვალიფიკაციის აუცილებელ ეტაპად. მ.ი.–მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „რეპორტაჟი“ (1965). გახდა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (სასწ. დარგში, 1968-1974). მონაწილეობდა ჟურნალისტიკის ფაკ-ტის ფორმირებაში ფილოლოგიის ფაკ–ტიდან გამოყოფისას(1979). იკავებდა ჟურნალისტიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილის პოზიციას; კურირებდა სასწ. პროცესს, პროგრამებსა და ლაბორატორიის განვითარებას (1980). არჩეული იქნა დოცენტად(1988). პარალელურად კითხულობდა ლექციებს თსუ–ის კახეთის ფილიალში. აქვს 70-მდე სამეცნ. ნაშრომი. მიღებული აქვს საბჭოთა მთავრობის ჯილდოები და მედლები.

თხზ.: მჭედლიშვილი, ი. (1984). გაზეთის წარმოება და გაფორმება; მჭედლიშვილი, ი. (1995). ქართული ჟურნალ-გაზეთების სახოვანება მე-19 საუკუნეში. თბ., მჭედლიშვილი, ი. (1996). ქართული ჟურნალ–გაზეთების იერსახე XIX ს-ში. მონოგრ. თბ.; მჭედლიშვილი, ი. (თანაავტორი). (1996). საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორია და პრაქტიკა. თბ.