მჭედლიშვილი ირინა ჯუანშერის ასული
მჭედლიშვილი ირინა ჯუანშერის ასული

მჭედლიშვილი ირინა ჯუანშერის ასული (10.VIII.1954, თბილისი), დაამთავრა სპი-ის ქიმიის ფაკ-ტი ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგიის სპეციალობით (1976) და მიენიჭა ინჟ.-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. აკად. ხარისხი მაგისტრთან გათანაბრებული. მუშაობს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში (1976-დან). სხვადასხვა დროს იყო ლაბორანტი (1976-1977), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1977-1994), მეცნიერ-თანამშრომელი (1994-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორიაში მეცნიერ- თანამშრომელი (2010-დან). მეცნ. ინტერესების სფერო: საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილობრივ მრეწველობაში გამოყენების მიზნით; ბიოსაწვავების მიღება და მათი მიღების ტექნოლოგიების შემუშავება. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. სტატია და სამეცნ. კონფერენციის თეზისი. მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული საქართველოში არსებული განახლებადი ბიომასისგან სხვადასხვა წვადი გრანულების მომზადების და მათი ფიზიკურ-ქიმ., მექან. და ტექნ. მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. სტატია და სამეცნ. კონფერენციის თეზისი, მათ შორის აღსანიშნავია „High Molecular Heterocyclic Aromatic Compounds in Georgian Petroleum“, (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2023) და „Study of pellets obtained from biomass“, (Advances in Engineering Materials: Preparation for Sustainable Process Development, 2025). ძირითადი შემსრულებელი იყო ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „საწვავი ბრიკეტების კომპოზიციების შემუშავება და მათი მიღების ტექნოლოგიური რეჟიმების დადგენა ნახშირბადშემცველი ნარჩენების უტილიზაციის საფუძველზე“. მ. ი. არის საქართვ. ნავთობქიმიკოსთა ასოციაციის წევრი (2011-დან).