-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი ასისტენტ-პროფესორი
მჭედლიშვილი გიორგი ვალიკოს ძე (29.11.1960, რუსთავი), ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1982). მუშაობდა ავტომ. სისტემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში “სხივი“ინჟინრად (1985-1997). დაამთავრა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დოქტორანტურა (2014). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზოგიერთი არაწრფივი მოვლენის თეორიული გამოკვლევა“ (2014) და მიენიჭა ფიზიკის დოქტორის აკადემ. ხარისხი. მუშაობდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე მოწვეულ პედგოგად (2010-2022). იმავე ფაკ-ტის არაწრფივი მოვლენების კატედრაზე ასისტენტ პროფესორად (2022-დან). მისი სამეცნ. მიმართულებაა: არაწრფივი მოვლენები, მაგნეტიზმი. არის რამდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მათ შორის: „About the resonant method of heating magnetic nanoparticles in hyperthermia“ (Physica B: Condensed Matter, 2024, N 693); „Resonance effect of a radio frequency field on the rotational diffusion of magnetic nanoparticles, Journal of Magnetism and Magnetic Materials, 2024, N 592); „Determination of the location of special branching and merging points of energy curves of a quantum pendulum“ (Physica D: Nonlinear Phenomena, 2026).