მჭედლიშვილი დავით
მჭედლიშვილი დავით

მჭედლიშვილი დავით (1914სიღნაღი — 2001)— ქართვ. ჟურნალისტი და რედაქტორი. საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი (1970). იყო საქართვ. სსრ უმაღლ. საბჭოს IV–VII მოწვევის დეპუტატი. განათლება: მოსკოვის უმაღლ. პარტიული სკოლა (1949). პროფ. საქმიანობა: მუშაობდა რედაქტორად რამდენიმე გამოცემაში: „კოლმეურნე“ (სიღნაღი), „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ნორჩი ლენინელი“, თბილ. საოლქო გაზ. „გამარჯვება“; ჟურნ. „პიონერი“, „ბოლშევიკი“ და სხვ. მ.დ. იყო გაზ. „კომუნისტის“ მთავარი რედაქტორი (1958–1979);  საქართვ. კპ ცკ-ის მდივანი (იდეოლოგიის დარგი) (1954–1956). თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ–ტის სოციოლოგიის ლაბორატორიის გამგე; ამით დაიწყო მისი აქტიური აკად. ფაზა, რ–იც მნიშვნელოვანი იყო მედიის კვლევების ინსტიტუციონალიზაციისთვის. ჟურნალისტიკის პირველი კათედ. მოწვეული ლექტორი. ხელმძღვანელობდა მასმედიის სოციოლ. კვლევებსა და სასწ. პროგრამების განვითარებას(1980). მისი ხელმძღვანელობით (1980–1990) ლაბორატორიაში ხორციელდებოდა: მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სოციოლოგიური კვლევები, მედიის გავლენისა და აუდიტორიის ქცევის ანალიზი, საინფორმაციო პოლიტიკის კვლევები, ინტერდისციპლინარული პროექტები, რ–ებიც აკავშირებდა ჟურნალისტიკას, სოციოლოგიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართ. პრესის განვითარებასა და მედიის სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუციონალიზაციაში თსუ-ში. ჯილდოები: ღირსების ორდენი (1996); საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1970); საპატიო ნიშანი; წითელი ვარსკვლავის ორდენი.