-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მჭედლიძე გვანცა ლევანის ასული (02.I.1987, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო (2008) და სამაგისტრო (2010) პროგრამები. მ. გ.-ის მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფიზიკის მიმართულებით, სადისერტაციო ნაშრომზე: „Measurement of the W Boson Polarisation in tt Dilepton Events at √s = 8 TeV with the ATLAS Detector“ (2018). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) მეცნიერ მკვლევარის პოზიციაზე (2011-2013); შეუერთდა ATLAS (CERN, LHC, ჟენევა, შვეიცარია) ექსპერიმენტზე მომუშავე ქართულ ჯუგუფს (თსუ მეფი, 2007-დან); იყო ATLAS ექსპერიმენტის ავტორთა სიის წევრი (2009-2021). მ. გ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული მაწილაკების ფიზიკაში, არის 1000-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ; ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: “Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC” (Phys. Lett. B, 716, 1-29, 2012); ‘Search for direct top squark pair production in final states with two leptons in √s = 13 TeV pp collisions with the ATLAS detector“ (Eur. Phys. J. C 77, 12, 898, 2017); „Search for a new scalar decaying into new spin-1 bosons in four-lepton final states with the ATLAS detector“ (Phys. Lett. B 865, 139472, 2025). მ. გ. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტისა და კონფერენციის მონაწილე.