-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
მაზიაშვილი გიორგი მიხეილის ძე (22.I.1925, სოფ. ნუკრიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი-03.V.2005, თბილისი), ეკონომისტი, მეცნიერი, პროფესორი. დაამთავრა ეკონომისტ-სტატისტიკოსის სპეციალობით (1946-1951); შემდეგ ასპირანტურა (1951-1954). მუშაობდა: თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე მასწავლებლად, შემდეგ უფრ. მასწავლებლად (1954-1962). წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად: “მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სტატისტიკა საქართველოში: 1964-1920“ (1959); იყო სტატისტიკის კათედრის დოცენტი (1962-დან); ამავე კათედრის პროფესორი (1991). იგი აქტიურად მონაწილეობდა ფაკ-ტის საზ. საქმიანობაში. დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის რექტორის ბრძანებით გამოეცხადა მადლობები; დაჯილდოებულია სამახსოვრო სიგელებითა და საიუბილეო მედლით. მ. გ. ავტორი და თანაავტორია სამეცნ. ნაშრომების: „აღრიცხვისა და სტატისტიკის ტერმინოლოგია“ (საქართველოს ეკონომისტი, 1959, N11); Материалы из истории „статистики сельского хозяйства Грузии пореформенного периода: (1864-1920)“ (Труды ТГУ: N2, Серия экон. Наук, 1960, т.95); "Какая экономика, такие и дороги" (Свободная Грузия, 1993. 19 мая, N 89); „სტატისტიკის განვითარებისათვის: [საბაზრო ეკონომიკაში]“ (ეკონომისტი, 1996, N4-6).
თხზ.: მაზიაშვილი, გ. (1951). სსრკ ეროვნული შემოსავლების სტატისტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მაზიაშვილი, გ. (1963). საბითუმო და საცალო საქონელბრუნვის სტატისტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მაზიაშვილი, გ. (თანაავტორი). (1974). ვაჭრობის სტატისტიკა: [დამხმ. სახელმძღვ. ეკონ. ფაკ-ტის სტუდენტებისა და ვაჭრობის დარგის მუშაკებისათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მაზიაშვილი, გ. (თანაავტორი). (1983). ვაჭრობის სტატისტიკა: [სახელმძღვ. უნ-ტის სტუდენტებისათვის]. თბ., უნ-ტის გამ-ბა; მაზიაშვილი, გ. (1985). სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკა: ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.