- კატეგორიები: ფილოლოგი ასოცირებული პროფესორი
მაზიაშვილი დავით ჯემალის ძე (01.VI.1984, თბილისი), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2006) და მაგისტრატურა (ანგლისტიკა) (2009). იყო თსუ-ის ფილოლოგიის დოქტორი (ინგლ. ფილოლოგია) (2012); ინგლ. ლიტერატურის მიწვეული ლექტორი (2010-2015) და ასოცირებული პროფესორი (2015-დან); ოქსფორდის უნ-ტის მიწვეული მკვლევარი (პოსტდოქტორანტურა) (2019-2020); ჯეიმზ ჯოისის იტალ. ასოციაციის წევრი (2022); ევროპის შექსპირის კვლევის ასოციაციის წევრი (ESRA) (2023-დან); რუსთაველის ეროვნ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რ. სტურუას მრჩეველი საგანმან.-სამეცნ. საკითხებში (2014-2016), საქართველოში პირველი თანამედროვე ბალეტის დასის დაარსების ინიციატორი (მ. ალექსიძესთან ერთად) და გ. ალექსიძის სახ. „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი (2016-დან); დაჯილდოებულია დანტე ალიგიერის საზ-ების ოქროს მედლით და საპატიო დიპლომით (რომი, იტალია, 2023); არის შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის საგრანტო კონკურსების გამარჯვებული (2016, 2018); ავტორია სამი მონოგრაფიისა და 30-ზე მეტი სამეცნ. სტ. (ქართ., ინგლ., ენებზე) პოსტმოდერნიზმის, პოსტჰუმანიზმის, ტომ სტოპარდის, უილიამ შექსპირის, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის და თანამედროვე ბრიტანულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში შექსპირის შემოქმედების რეცეფციის შესახებ; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშ. კონფერენციასა და სიმპოზიუმში ევროპის წამყვან უნ-ტებში; არის სამეცნ. ჟურნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების კრებულების სარედაქციო კოლეგიის წევრი; სამეცნ.-სახელოვნებო გამოცემების შემდგენელ-რედაქტორი. მრავალი საერთაშ., რეგიონული და სტუდენტური სამეცნ. კონფერენციის ორგანიზატორი; ავტორი და ხელმძღვ. საგანმან.-სამეცნ. და სახელოვნებო პროექტების ციკლისა, რ-მაც თსუ სკოლებსა და თეატრებს დააკავშირა (2013-2016). გადაღებული აქვს რამდენიმე დოკ. ფილმი ქართ. შექსპირიანას შესახებ, მათ შორის „რობერტ სტურუას იულიუს კეისარი (ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან)“ (2015); ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით შთაგონებული ფილმი-ბალეტი – „ლუჩიას ოთახი“ (2020); „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ (2021) და „მზიანა“ (2022). „ლუჩიას ოთახის“ პრემიერა დუბლინში; ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, „ბლუმსდეი“ ფილმის ფესტივალზე (Bloomsday Film Festival 2022) გაიმართა და Best International Joycean კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა (Special Mention) მოიპოვა. სამეცნ. საქმიანობის პარალელურად, მ. დ. არის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი (1999-2011) და ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერალ-მგალობელი (2005-დან).
თხზ.: მაზიაშვილი, დ. (2014) ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი. თბ., 24 საათი, ISBN 9789941903151; მაზიაშვილი, დ. (2021) შექსპირის პოსტმოდერნიზმი: (პროზა, დრამატურგია, თეატრი). (ქართ., ინგლ., ენებზე). თბ., 24 საათი, ISBN 9789941974007; მაზიაშვილი, დ.(შემდგენელი). (2023). ბეატრიჩე: მულტიმედიური გამოცემა, (ქართ., იტალ., ინგლ., ენებზე). თბ., სეზანი, ISBN 9879941858710; მაზიაშვილი, დ. (2025). სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა - დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში. (ქართ., ინგლ., ენებზე). თბ., სეზან ფაბლიშინგი, ISBN 978-9941874284.