-
ავტორი
- კატეგორიები: ნევროპათოლოგი საპატიო დოქტორი
მავრინი ქრისტიან (Mavrin Christian), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის პედაგოგიურ და სამეცნ. საქმიანობაში ხელშეწყობისა და ქართ. მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ცნობილ მეცნიერს, მაგდებურგის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (14.IX.2015).
მ. ქ. ოტო ფონ გურიკეს უნ-ტში ეუფლებოდა ადამიანის ანატომიას (1992-1999). პრაქტიკული სამუშაოებისას უნ-ტის სახელმწ. გამოცდების ჩაბარების შემდეგ ექიმ-ხელმძღვანელის ხელშეწყობით იგი ნევროპათოლოგიის ინ-ტში დაასაქმეს. მეცნიერ-ასისტენტობის პარალელურად, ნევროპათოლოგიაში სამეცნ. ხარისხი დაიცვა და ამავე წლის ივლისიდან იგი ნევროპათოლოგიის ინ-ტში წამყვანი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნეს (2005). ახალგაზრდა მეცნიერი კვლევითი სტაჟირებით იმყოფებოდა ვაშინგტონში, ვალტერ რიდის სახ. სამხედრო ინ-ტში (2002-2003).
მ. ქ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცნიერ-მკვლევარია. დიდ ყურადღებას იმსახურებს მისი პუბლიკაციები, სტატიები, ინოვაციური კვლევის ჰიპოთეზების განვითარება. მას მოპოვებული აქვს სამაგისტრო სტიპენდია, ნოვარტის ფონდის კვლევითი სტიპენდია თერაპიული კვლევებისთვის. მ. ქ.-ს „ნევროპათოლოგიისა და ნეიროანატომიის“ გერმანულმა საზ-ბამ გადასცა თეოდორ შვანის სახ. ჯილდო (2004).