მატვეევი ვიქტორ
მატვეევი ვიქტორ

მატვეევი ვიქტორ (Матвеев Виктор, 11.XII.1941), თსუ-ს ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დუბნის ბირთვული კვლევების ინ-ტის დირექტორს, პროფესორს მიენიჭა თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება (27.VII.2015).

მ. ვ.-მ მოიპოვა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებების კანდიდატის ხარისხი (1967), შემდეგ კი – დოქტორის (1972). იგი იყო მოსკ. სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტის კვანტური ფიზიკისა და ველის თეორიის კათედრის პროფესორი (1980-1992), შემდეგ კი – კვანტური ფიზიკის  თეორიისა და მაღალი ენერგიების კათედრის პროფესორი (1992). მ. ვ. არის რუსი ფიზიკოს-თეორიტიკოსი, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის დირექტორი (2012–2020), რუსეთის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1994) და პრეზიდიუმის წევრი (1996). მაღალი ენერგიების ფიზიკის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისა და კვანტური ველის თეორიის სპეციალისტი.

მეცნიერის ძირითადი საკვლევი საკითხებია: მაღალი ენერგიების ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების თეორია, ველის კვანტური თეორია. იგი 300–ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და ჟურნალ „ბირთვული ფიზიკის“ სარედაქციო კოლეგიის წევრია (1992).