-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი ეკონომისტი საპატიო დოქტორი
მაცუურა კოიშირო (松浦恋四, Matsuura Koi Shirō, 29.IX.1937, ტოკიო), თსუ-ის სამეცნ. და პროფესორთა საბჭომ მეცნიერების, განათლების, კულტურის, საერთაშ. ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის UNESCO-ს გენერალური დირექტორი, აირჩია საპატიო დოქტორად (16.IX.2000).
მ. კ.-მ დაასრულა ტოკიოს უნ-ტის იურიდიული ფაკულტეტი (1959). ამავე წლიდან არის იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. დაამთავრა ჰავერფორდის კოლეჯის ეკონომიკის ფაკ-ტი აშშ-ში (1961). მოიპოვა სამართლის დოქტორის ხარისხი ფილიპინების სანტო ტომასის უნ-ტში (2006), შემდეგ კი - ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კორეის რესპუბლიკის კიუნგ ჰის უნ-ტში (2008).
მ. კ.-ს ვაშინგტონში, იაპონიის საელჩოში, მრჩევლის თანამდებობა ეკავა (1977-1980). იგი იაპონიის გენერალური კონსულის პოზიციაზეა (1985-1988), შემდეგ კი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონ. თანამშრომლობის ბიუროს გენერალური დირექტორია (1988-1990). მ. კ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორი (1990-1992) და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა (192-1994). მ. კ. იაპონიის საგანგებო სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზეა საფრანგეთში (1994-1999).
მ. კ. აირჩიეს UNESCO-ს რიგით მეცხრე გენერალურ დირექტორად (20.10.1999), ხოლო შემდეგ განმეორებითი ვადით დაიკავა აღნიშნული თანამდებობა (12.X.2005). მინიჭებული აქვს საერთაშ. პრემია „ცივილიზაციათა დიალოგი“ (2002).