-
ავტორი
- კატეგორიები: მოჭადრაკე ფილოლოგი კურსდამთავრებული
მათნაძე ანა (20. II. 1983, თელავი), მოჭადრაკე, საერთაშ. დიდოსტატი (2002). მან დაამთავრა თსუ-ის უცხო ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი ფილოლოგის სპეციალობით. ფლობს რამდენიმე უცხო ენას. მ. ა. იყო საქართვ. საპრეზიდენტო ფონდის ლაურიატი (1998-2003), შემდეგ კი მისი სტიპენდიატი (2001). მისი ერთ-ერთი მწვრთნელი, საქართვ. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი იყო. მ. ა. ოთხჯერ გახდა საქართვ. ჩემპიონი სახვადახვა ასაკობრივ კატეგორიებში (1992,1993, 1994, 1998). იგი ასევე წარმატებით გამოდიოდა საერთაშ. შეჯიბრებებზე. ბრატისლავაში 10 წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა (1993). ასევე მოიპოვა ორი ოქროს მედალი მსოფლიოსა და ევრ. პირველობებზე (1997). ორჯერ გახდა ევრ. ჩემპიონი 16 წლამდე გოგონათა შეჯიბრებაში (1998-1999). მ. ა.-მ პეტრაში გამართულ ევრ. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო (1999), ხოლო მეორე წელს, ავილესში გამართულ იმავე შეჯიბრებაში, ბრიჯაოს მედალი. მან ანტალიაში ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ევრ. ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა (2002), რეტიმონში მესამე დაფაზე იასპარეზა და გუნდურ ვერცხლის მედალს დაეუფლა (2003), ორი გუნდური ოქრო და ინდივიდუალური ვერცხლის მედლები აიღო (2004-2005). მას ფიდემ ქალთა შორის დიდოსტატისა (2002) და საერთაშ. ოსტატის წოდება მიანიჭა (2006). იგი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილეა (2004). მ. ა. ესპანეთის სახელით იღებს მონაწილეობას საჭადრაკო ასპარეზობებში (2012).