მატინიანი სერგო ჰაიკის ძე
მატინიანი სერგო ჰაიკის ძე

მატინიანი სერგო ჰაიკის ძე (8.I.1931, თბილ. -  8.IX.2017, ერევანი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1954). მუშაობდა თეორ. და ექსპერ. ფიზიკის ინ-ტში (1956-1957); საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (ახლანდელი ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტი) (1957-1970); იყო ამ ინ-ტის სწავლული მდივანი (1977-1966); დააარსა და ხელმძღვანელობდა ელემენტარული ნაწილაკების თეორიის განყ-ბას (1966–1970). იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის პროფესორი (1969-1970); მუშაობდა ერევნის ფიზიკის ინ-ტსა და სახელმწ. უნ-ტში (1970-1993); მუშაობდა აშშ-ში დიუკისა და ჩრდილო კაროლინის შტატის უნ-ტებში (1993-დან). მისი ძირითადი ნაშრომები ეხება სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედებების, კვანტური ჰიდროდინამიკის (ზედენადობის თეორია), ელემენტარული ნაწილაკების, ველის კვანტურ და მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიებს. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული ნეიტრალური მეზონების ოპტიკის დარგში, თეორიულად აღმოაჩინა ვაკუუმის არასტაბილურობა კვანტურ ქრომოდინამიკაში და არააბელური კალიბრული ველების ქაოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: სომხეთის მეცნ. აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1982); სომხეთის მეცნ. აკადემია, აკადემიკოსი (1990).