მათიაშვილი თამაზ გრიგოლის ძე
მათიაშვილი თამაზ გრიგოლის ძე

მათიაშვილი თამაზ გრიგოლის ძე (16.III.1958, დუშეთი), გეოფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ.  თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980). იგი თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის თანამშრომელია (1982-დან), შემდეგ მეცნიერ-თანამშრომელი (1986). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟუნალებში:,,Reaction of the Geomagnetic Field on the Earthquakes Preparation Process in Georgia“ (Journal of the Georgian Geophysical Society, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, 2024, v. 27(2)); ,,Analyzing Geomagnetic Data from the Dusheti 2 Observatory During the Intense Magnetic Storms of 2024” (Earth and Space Science, Online, Washington, DC, USA). მონაწილეა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის "კომპლექსური გეოფიზიკური მონიტორინგი საქართველოში:ისტორია, თანამედროვე პრობლემები, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა" (2024).