-
ავტორი
- კატეგორიები: გეოლოგ-გეოფიზიკოსი
მათიაშვილი სოფიკო ბონდოს ასული (10.XI.1979, გურჯაანი), დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (2001); გეოლოგ-გეოფიზიკოსი; დაამთავრა მაგისტრატურა (2003); დოქტორანტურა (2023), იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის გეოფიზიკის კათედრის ლაბორანტი (2003); სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინჟინერ სპეციალისტი (2003-2006); მუშაობს თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში, იყო ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (2005), შემდეგ კი მეცნიერ-თანამშრომელი (2010). მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამეცნ. კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მოხსენებები: ,,მძიმე ლითონების დაგროვება და შემცველობა სამკურნალო მცენარე ფარსმანდუკში (Achillea sedelmeyeriana) საქართველოს მაღალმთიან ზონაში” (საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“. შრომები, ISBN 978994136140, 2023); ,,Mining Activity in Georgia and Non-Stationary Model of Intensive Change of Soil Pollution“ ("Reliability: Theory and Applications, ISSN 19322321, Special Issue № 6 (81), Part-2, Vol. 19, 2024).