-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრა
მათემატიკური ლოგიკის და დისკრეტული სტრუქტურების კათედრა-თსუ-ის სტრუქტურული ერთეული (2009-დან), რომლის დანიშნულება და მიზანი არის აღნიშნული მიმართულების თანამედროვე დონეზე სწავლება მათ. და კომპიუტერულ მეცნ. მიმართულების სტუდენტებისათვის და ღრმა მეცნ. კვლევების ჩატარება. კათედრა დაარსდა თსუ-ის ორი კათედრის მოღვაწეობის საფუძველზე, ესენია: ალგებრა გეომეტრიის კათედრის ნაწილი და უმაღლ. მათ. კათედრა, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტზე (1971-2006), პროფ. რ. ომანაძის ინიციატივით და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მაშინდელი დეკანის, პროფ. რ. ბოჭორიშვილის მხარდაჭერით. დაარსებიდან დღემდე კათედრის ხელმძღვ. პროფ. რ. ომანაძე.