-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მასხარაშვილი დიმიტრი ტარიელის ძე (04.II.1961 ქობულეთი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით მიკროპროცესორული სისტემები (1987). იმავე წელს მუშაობა დაიწყო თსუ-ის გამოთვლით ცენტრში და მივლინებულ იქნა ნ. ამაღლობელის სახ. ფიზიკის მაღალი ენერგიების ინ-ტში. მუშაობდა მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების კათედრაზე (1994-დან). აღნიშნულ კათედრაზე კითხულობდა ლექციათა კურს: „მიკროპროცესორის არქიტექტურა“, „კომპიუტერის არქიტექტურა“. მუშაობს საქართვ. ეროვნ. უნ-ტში (2002-დან). სწავლობდა საქართვ. ტექ. უნ-ტის დოქტურანტურაში (2016-2019). ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს გადაწვეტილებით ინჟინრის დოქტორის აკად. ხარისხი ინფორმატიკაში(2019). არის სამეცნ. ჟურნალ „მეცნიერება და ინოვაცია“-ს რედკოლეგიის წევრი. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. შრომების ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. საქართვ. ეროვნ. უნ-ტის პროფესორი (სეუ).