მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის (მსე)
მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის (მსე)

მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის (მსე). თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ყოველწლიური გამოცემა. მსე ნიკო მარის სახ. ენის, ისტ. და მატერ. კულტ. ინ-ტის (ენიმკი) გამოცემა იყო, რ-ის პირველი ტ. დაიბეჭდა პროფ. ს. ჯანაშიასა და პროფ. გ. ჩიტაიას რედ-ობით (1938). კრებ. გარკვეული პერიოდულობით იბეჭდებოდა (2005–მდე), სულ გამოვიდა 26 ტ.. სხვადასხვა დროს კრებ. რედქტ. იყვნენ: გ. ჩიტაია, მ. გეგეშიძე, ჯ. რუხაძე, ირ. სურგულაძე, ვ. ითონიშვილი. კრებ. ქვეყნდებოდა ქართვ. და უცხოელი მკვლევრების სტ-ები ქართ. და უცხო ენებზე. ეს ნაშრომები დღეს უკვე უნიკალური მასალის შემცველი წყაროებია. მსე მზადდებოდა ჯერ ენიმკის, მისი რეორგანიზაციის შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის და ბოლოს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ეთნოლოგიის განყ-ების თანამშრომელთა ძალისხმევით. რიგი საორგანიზაციო პრობლემების გამო, კრებ. არსებობა შეწყვიტა (2005). დღეს, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი უკვე თსუ-ის ფარგლებში განაგრძობს მუშაობას. საქართვ. ეთნოლოგიის განყ-ბის თანამშომელთა გადაწყვეტილებით კრებ. იგივე სათაურით აღდგა (2020) და გამოვიდა ნომერი 1(27). დღემდე დაბეჭილია 5 ნომერი. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი აგრძელებს ტრად. და ქართ. ეთნოლოგიური სკოლის იმ ძლიერ ფესვებზე დაფუძნებით, რ-საც საფუძველი ჩაუყარა აკად. გ. ჩიტაიამ, წარმოაჩენს ეთნოგრ. მასალისა და ეთნოლოგიური კვლევის მნიშვნელობას, ფართო თემატურ სპექტრს, მეთოდოლ. მიდგომების მრავალფეროვნებას და დარგის განვითარების ახ. პერსპექტივებს. კრებ. განკუთვნილია დარგის სპეციალისტებისა და ეთნოლოგია-ანთროპოლ. თემატიკით დაინტერესებული საზ-ების ფართო წრისთვის. მოიცავს თეორულ, დესკრიფციულ თუ ეთნოგრ. მასალაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან საკითხებს. გამოსულია 5 ნომერი (2020-დან). მთ. რედ. ქ. ხუციშვილი. სარედ. კოლეგიაში გაერთიანებულია ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი (საქართეველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი). ძირითადად იბეჭდება ეთნოლოგია-ანთროპოლ. ფართო თემატიკის მასალა: ისტ. ეთნოლოგიის, საქართვ. ეთნოლოგიის, რელიგ. ანთროპოლ., სამედ. ანთროპოლ., ეკონ. ანთროპოლ., კვლევის მეთოდოლ. და სხვ.