მარწყვიშვილი ხათუნა უშნგის ასული
მარწყვიშვილი ხათუნა უშნგის ასული

მარწყვიშვილი ხათუნა უშნგის ასული (16.I.1977, თბილისი), ფსიქოლოგი. თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის პროფესორი; ავსტრიის გრაცის უნ-ტის ფსიქოლ. დეპარტ. მიწვეული პროფესორი (2021-დან). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის საბაკალავრო პროგრამა ზოგადი ფსიქოლ. მიმართულებით (1999) და სამაგისტრო პროგრამა ფსიქოლ. კონსულტირების სპეციალობით (2001); სწავლობდა ამავე უნ-ტის ფსიქოლ. სადოქტორო პროგრამაზე (2007-2010). უმაღლ. შეფასებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ემოციური ინტელექტის, დაძლევის სტრატეგიების და პოსტ ტრამვული სტრესის ურთიერთმიმართება: 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი პირების მაგალითზე“ და მიენიჭა ფსიქოლ. დოქტორის აკად. ხარისხი (2010). თსუ-ში იკავებდა მოწვეული ლექტორის (2001–2005), ასისტენტ პროფესორის (2005–2016), ასოცირებული პროფესორის (2016-2024) და პროფესორის (2025) პოზიციას. იყო ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2016-2024). კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელობს სადოქტორო და საბაკალავრო პროგრამებს ფსიქოლოგიაში. მიღებული აქვს არაერთი აკად. და კვლევითი სტიპენდია მსოფლიოს წამყვან უნ-ტებში: ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი); ლუვენის (ბელგია); ტაუსონისა (აშშ) და გრაცის (ავსტრია) უნ-ტების. არის შემდეგი საერთაშ.  და ეროვნ. სამეცნ. გრანტების წამყვანი მკვლევარი და ძირითადი პერსონალი: შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტი (2024); ავსტრიის მეცნ. აკად. (ÖAW) კვლევითი გრანტი (2020); ეროვნ. სამეცნ. ფონდისა (2015) და ბიოლის ფონდის კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2010);  ასევე, არის რუსთაველის ფონდის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის განვითარების გრანტის მკვლევარი და პროგრამის თანახელმძღვ. (2016). წლების განმავლობაში თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნ. სამინისტროსთან, როგორც ფსიქოლ. ექსპერტი და ფსიქომეტრიკოსი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. კვლევით პროექტში, თანაავტორებთან ერთად არის არაერთი საერთაშ. და ადგილ. საკონფერენციო ნაშრომისა და მაღალრეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, მათ შორის: “Examining Adult’s Identity Statuses: Adaptive vs. Maladaptive Dimension” (Problems of Psychology in the 21st Century 8(2), 2014); “Words Without Emotions: Emotional Creativity and Alexithymia in Fine Arts” (Problems of Psychology in the 21st Century 10(2), 2016); “The Role of Personality and Love Style in Marital Satisfaction: Does Similarity Matter?” (Current Issues in Personality Psychology 8(4), 2020); „კატეგორიული პარადიგმიდან განზომილებით პარადიგმამდე: პიროვნების აშლილობების ალტერნატიული მოდელი“ (GESJ: Education Science and Psychology 1(55), 2020); „ხასიათის ძლიერი მხარეები, როგორც ფსიქოპათოლოგიის ახსნის მოდელი“ (GESJ: Education Science and Psychology 1(58), 2021); “Posttraumatic Growth, Personality Factors, and Social Support Among War-Experienced Young Georgians” (Psychological Reports 126(2), 2023); “Ambiguous Loss Experienced by Georgian Workers Living in Italy” (Families in Society 107(1), 2024); “Gender Roles and Personality Predictors of Life Satisfaction During the COVID-19 Pandemic: A Cross-Cultural Analysis” (Erzincan University Journal of Education Faculty 26(1), 2024).