-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტიკოსი სპორტსმენი ეკონომისტი კურსდამთავრებული
მარტოლეკი ვახტანგ (08. III. 1971, მცხეთა), პოლიტიკოსი, სპორტსმენი, სსრკ სპორტის ოსტატი ნიჩბოსნობაში. მან დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი ფინანსისტ-ეკონომისტის სპეციალობით (1993). იგი სხვადასხვა დროს ასრულებდა: მცხეთის რ-ნის საგადასახადო ინსპექციაში-საგადასახადო ინსპექტორის, უფრ. საგადასახადო ინსპექტორისა და მთ. საგადასახადო ინსპექტორის მოვალეობას (1993-2006); იყო გორის საგადასახადო ინსპექციაში-გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მცხეთის განყ-ბის მთ. ინსპექტორი, გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებების (აუდიტის) სამმართველოს უფრ. (2004-2005); მცხეთის გამგეობაში-გამგებლის მოადგილე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი (2005-2006); მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში-საკრებულოს თავ-რის მოადგილე (2006-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარების", წევრი (2008-2012);
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: (1090-2015). თბ., ISBN: 9789941081422.