-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ქართველოლოგი
მარტიროსოვი არამ გიორგის ძე (23. XII. 1912, სიღნაღი - 5. XII. 1998), ენათმეცნიერი, მეცნიერი, ქართველოლოგი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, კავკ. და აღმოსავლური ენების განხრით. დაამთავრა ენიმკი-ს ასპირანტურის კურსი (1941). სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჯერ ენიმკის, შემდეგ ენათმეცნ. ინ-ტის თანამშრომლად (1941-დან), სადაც გაიარა გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (1938-დან). იყო ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტის პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია ქართ. და ქართველოლოგიური ენათმეცნ. საკითხებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა, მათ შორის აღსანიშნავია 5 მონოგრაფია. საქართვ. სომხ. სკოლებში ქართ. ენას VII, VIII, IX და X კლასებში ასწავლიდნენ მისი თანაავტორობით შედგენილი სახელმძღვანელოებით. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1965), შემდეგ კი პროფესორი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მარტიროსოვი, ა. (1956). ქართული ენის კახური დიალექტი: გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ (თანაავტორი). საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; მარტიროსოვი, ა. (1964). ნაცვალსახელი ქართველურ ენებში: ისტ.-შედარებითი ანალიზი. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; მარტიროსოვი, ა. (1972). ქართული დიალექტოლოგიის ისტორიისათვის. მეცნიერება; მარტიროსოვი, ა. (1984). ქართული ენის ჯავახური დიალექტი: გამოკვლევა და ტექსტი ლექსიკონითურთ. მეცნიერება; მარტიროსოვი, ა. (თანაავტორი). (2009). ქართული ენა და ლიტერატურა: 5 ტომად: ტ. 2: ქართული ენა: [სტატიების კრებული], ISBN: 9789941032288.