-
ავტორი
- კატეგორიები: ქართველოლოგი საპატიო დოქტორი
მარშევი იოლანდა (Yolanda Marchev, 11.V.1920, ციურიხი, შვეიცარია - 03.V.2015), ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შვეიცარიელ ქართველოლოგს, მიენიჭა თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება (11.IV.2008).
მ. ი.-მ დაამთავრა გიმნაზია (1939). სწავლობდა რომანულ და კლასიკურ ენებს. პროფესორ კ. ჩხენკელის ლმძღვანელობით ციურიხის უნ-ტში შეისწავლა ქართ. ენა და ლიტ-რა. მონაწილეობდა კ. ჩხენკელის მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული „ქართული ენის შესავლისა“ და „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ შედგენაში. კ. ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მ. ი.-ს მიენდო ამ ლექსიკონის დასრულების საქმე. მან ლ. ფლურისთან და რ. ნოიკომთან ერთად გამოსცა ლექსიკონის სამი ტომი (1974).
მ. ი. უძღვებოდა ქართ. ენის კათედრას ციურიხის უნ-ტში (1964-1988): ასწავლიდა ქართ. ენას, კითხულობდა ლექციებს ქართ. ენის სტრუქტურისა და ქართ. ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე. მ. ი.-მ ციურიხში გამოსცა მონოგრაფია „ქრთული ენის მორფემები“ (1986). რ. ნოიკომთან ერთად თარგმნა ა. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ (ციურიხი, 1990) და დაასრულა ფუნდამენტური ნაშრომი „გერმანულ-ქართული ლექსიკონი“ (1996).