მარშავა  ქეთევან მამიას ასული
მარშავა ქეთევან მამიას ასული

მარშავა  ქეთევან მამიას ასული (18.VIII.1952, აფხაზეთი, გალი), ეკონომისტი,  მეცნიერი,  ეკონ. მეცნ. დოქტორი, სტატ. კათედრის პროფესორი-ემერიტუსი, ეკონ. მეცნ.  აკად.  აკადემიკოსი. დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშ ინ-ტი (1969-1973); მოგვიანებით ყუბანის სახ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1977-1982). თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის სტატ. კათედრის მაძიებელია (1982-1984). აფხაზეთის კოოპკავშირის სისტემაში ეჭირა სხვადასხვა თანამდებობა (1973-1993). თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის სტატ. კათედრის პროფესორია(1994-2017); ეკონ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი მიენიჭა თემაზე:„ბაზრის საფეიქრო საქონელი და მისი განვითარების პერსპექტივები“(1988). ეკონ. მეცნ. დოქტორია (1992). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მთავრობა როგორც სახელმწიფო ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი: რეგიონული გამოწვევები და პერსპექტივები“ (2008). საქართვ. ეკონ. მეცნ. აკად. აკადემიკოსია (2008-დან) და პროფესორ ემერიტუსი (2017-დან). თსუ-ის სტატლაბის ხელმძღვ. (2018-2019). იგი სხვადასხვა პერიოდში აქტიურად იყო ჩართული თსუ-ის მმართველობითი ორგანოების საქმიანობაში, კერძოდ: იყო თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი; სხვადასხვა სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-2016). დაჯილდოებულია საქართვ. პრეზიდენტის განკარგულებით ღირსების ორდენით (2013); ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2012). გამოაქვეყნა 120 ნაშრომი; მათ შორის 6 მონოგრაფია; 5 სახელმძღვანელო; 14 დამხმარე სახელმძღვანელო. ავტორთა ჯგუფთან ერთად 2 სამეცნ.-პრაქტ. რეკომენდაცია, 5 სალექციო კურსი და 87 სამეცნ. სტატია:,,სტატისტიკა და სტატისტიკური აზროვნება საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში” (ეკონომიკა, 2005, № 5-6); ,,საქმიანობის სახეობების განახლებული კლასიფიკაციები და მოსალოდნელი ცვლილებები ეროვნულ ანგარიშებში:ეკონომიკური თეორია და ეკონომიკური პოლიტიკა“ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2008,  № 5); ,,არაფინანსური აქტივების განახლებული კლასიფიკაცია “ (ეკონომიკა და ბიზნესი, 2011,  № 1); ,,სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის საკითხისთვის” (საქართვ. ეკონ. მეცნ. აკად. შრომები, 2011, ტ.9; ,,Regional Trends of Migration within European Union, Collecton of Conference Papers” (7th International Aegean Conference, IKSAD, Turkey, 2023).

თხზ.:მარშავა ქ. (თანაავტორი). (2009). ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - თეორია, პრაქტიკა, ანალიზი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941130762; მარშავა, ქ. (2012). სტატისტიკის თანამედროვე პრობლემები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941176425; მარშავა, ქ. (2009). კომერციის სტატისტიკა -ვაჭრობა, მარკეტინგული კვლევა. თბ., ნეკერი, ISBN 9789941404801; მარშავა, ქ. (2024). იურიდიული სტატისტიკა - თეორია, პრაქტიკა, ანალიზი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941338533.