მარსაგაშვილი თამაზ ანდროს ძე
მარსაგაშვილი თამაზ ანდროს ძე

მარსაგაშვილი თამაზ ანდროს ძე (26.IX.1951, სოფ. კარკუჩა, ყაზბეგის რ–ნი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1973). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინ-ტის უმცროსი მეცნ.-თანამშრომელი (1973-1974; 1978-1986);  უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1986-დან); საქართვ. მეცნ. აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინ-ტის რ. დოღონაძის სახ. თეორიულ კვლევათა ლაბორ. ხელმძღვ. (1985-დან); ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე (2006); იმავე წლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს ხელმძღვ. (2007-დან). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და 9  ქართული, 1 აშშ-ის, კანადისა და ინდოეთის პატენტების ავტორი. საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მოადგილე (2013-2017). არის 10 საერთაშ. სამეცნ. პროექტის ხელმძღვ. ან თანამონაწილე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: ამერიკის ბიოგრაფიის ინ-ტი, წევრი (1998); ამერ. ქიმიური საზოგადოების წევრი (ACS, 2006); ევროსაიენსის წევრი (Euroscience, 1998); საერთაშ. ბიოგრაფიული ცენტრი, წევრი (კემბრიჯი, 2000); შავი ზღვის ქვეყნების წყლის კვლევის საერთაშ. ცენტრის დირექტორთა საბჭო, წევრი (2001). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (2001).