-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
მარქარაშვილი ელიზა გიორგის ასული (31.X.1958, კასპი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. კანდიდატი (1989). დაამთავრა კასპის მე-3 საშ. სკოლა (1975). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი(1976–1981). იყო თსუ-ის ქიმიის ფაკ–ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის მეცნიერ თანამშრომელი (1982-1992). თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1993-2006). არის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწ. სამეცნ. ლაბორატორიის გამგე (2009). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1989). მან მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა მაღალმოლეკულური ნაერთებისა და პოლიმერული მასალების დარგში, კერძოდ - პოლიმერების ქიმიის, სილიციუმორგანულ ნაერთთა ქიმიის, ორგანო-არაორგანულ მონომერების და პოლიმერების მოდიფიკაციის, ქიმიური რეაქციების კინეტიკისა და მექანიზმის, სამრეწვ. პოლიმერების მოდიფიკაციის, პოლიმერული კომპოზიციური მასალებისათვის საქართვ. მინერ. ნედლეულის გამოყენების და მათ ბაზაზე ახალი კომპოზიციების მიღების, ფუნქციონალიზირებული, ე.წ. “ცოცხალი ჯგუფების” შემცველი, სხვადასხვა შედგენილობის პოლიმერების სინთეზისა და კვლევის, ორგანო-არაორგანული პოლიმერების სინთეზის მყარი პოლიმერ-ელექტროლიტების მიღების მიზნით ლითიუმის ელემენტებში საკითხებზე. მ.ე.–ს გამოქვეყნებული აქვს 287 სამეცნ. ნაშრომი. არის ორი სამეცნ. გრანტის ხელმძღვ.; შესრულებული აქვს 14 საერთაშ. და შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის გრანტი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის სიგელი საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფის ნომინაციაში (2018). დაჯილდოებულია საქართვ. ქიმიური საზ–ების საპატიო სიგელით (2023). იგი არის ნიუ იორკის აკადემიის წევრი, საქართვ. ქიმიური საზ–ების წევრი, კავკასიის I, II, III, IV, VI და VII საერთაშ. სიმპოზიუმის „პოლიმერები და მოწინავე მასალების“ ორგკომიტეტის წევრი. მე-2 საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“ ISC CHTAB კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავჯდომარე (ბათუმი, 2023). სასწ.-შემოქმედებითი კონფერენცია, სექცია: ქიმია-ბიოლოგიის ჟიურის წევრი ქიმიის სპეციალობით; ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის და საბავშვო უნ-ტის ქიმიის კოორდინატორი, არის 16 ნაბეჭდი წიგნის და 7 ელექტრონული წიგნის ავტორი.
თხზ.: მარქარაშვილი, ე. (თანაავტორი). (2012). პრაქტიკუმი პოლიმერულ მასალებში. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-13-238-4; მარქარაშვილი, ე. (თანაავტორი). (2013). ვახტანგ VI, პირველი ქართული წიგნი ქიმიაში. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN978-9941-13-310-7; მარქარაშვილი, ე. (თანაავტორი). (2015). პოლიმერული მასალები, ტ.1. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN978-9941-13-398-5; 978-9941-13-399-2; მარქარაშვილი, ე. (თანაავტორი). (2015). პოლიმერული მასალები. ტ. II. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941- 13-398-5; 978-9941-13-428-9; Markarashvili, E., Mukbaniani, O., Brostow, W., Aneli, J., Tatrishvili T. (2020). Comb-type fluorine containing polymer electrolyte membranes . J. Materiali in Technologije/Materials and Technology, 54(1), 33-39; Markarashvili, E., Mukbaniani, O., Brostow, W., Aneli, J., Tatrishvili, T., Buzaladze, G., Parulava, G. (2020). Sadwust Based Composites. Polym Adv Technol.;1–8; Markarashvili, E., Mukbaniani, O., Aneli, J., Tatrishvili, T. (2023). Wood Polymer Composite Based on a Styrene and Triethoxy(Vinylphenethyl)silane. Chemistry & Chemical Technology 17(1), 35-44.