მარჯანიშვილი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე
მარჯანიშვილი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე

მარჯანიშვილი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ( 26.VIII. 1903-13.II. 1981-მოსკოვი), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1949), სსრკ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1974),  სსრკ სოციალ. შრომის გმირი (1973), ცნობილი ქართვ. რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის შვილი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწ. უნ-ტი (1924 ). ის  საქართვ. განათლების სახალხო კომისარიატმა გერმანიაში მიავლინა საპროფესორო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად (1925-1927). გერმანიიდან დაბრუნებული თსუ-ში ნ. მუსხელიშვილმა აიყვანა ასისტენტად, იმავ დროულად იგი უმაღლ. მათ. და თეორ. მექან. კურსებს კითხულობდა ამიერკავკასიის პოლიტექნ. ინ-ტში, შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტთან ნ. მუსხელიშვილის ინიციატივით მათ. ინ-ტის დაარსების ორგანიზაციასა და საქმიანობაში. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი  საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში მუშაობდა. ძირითადი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა ადიციურ თეორიაში და გამოყენებით მათ. ის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორია.  დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით (1973, 1975), 2 შრომის წითელი დროშის ორდენით (1951, 1963) და მედლებით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახ. ქუჩა.

თხზ.: Марджанишвили К. (1940). Об одной задаче аддитивной теории чисел. Известия АН СССР,  Серия математическая, 1940, т. 4, №2, с. 193-214; Марджанишвили К. (1953). О некоторых нелинейных системах уравнений в целых числах. Математический сборник, т. 33 (75), в. 3, с. 639-75.

ლიტ.: ავტ. სანადირაძე, გ. (1974). კონსტანტინე ძე კონსტანტინესი: [ნარკვევი სოც. შრომის გმირ        მათემატიკოს კონსტანტინე მარჯანიშვილზე]. თბ., ნაკადული; მარჯანიშვილი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე.  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6. თბ., 1983, გვ. 476.