მარგველაშვილი  შუშანა სილიბისტროს ასული
მარგველაშვილი შუშანა სილიბისტროს ასული

მარგველაშვილი შუშანა სილიბისტროს ასული (26. IV. 1917, ქუთაისი-2015).   დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი დგეგმავის სპეციალობით (1934-1939). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უმცროს, შემდეგი კი უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად (1944-დან); პარალელურად თსუ-ში სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ზე მრეწვ. და სოფ. მეურნეობის ეკონომიკის კათედრაზე. დაიცვა საკანდ. დისერტაციადა მიენიჭა ეკონ. მეცნიერების კანდ. წოდება (1964). მ. შ. იყო   მრეწვ. და სოფლის მეურნეობის ეკონ. კათედრის დოცენტია (1969). წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს მრეწველობის ეკონომიკის სასწ. კურსში. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების, ავტორი. იკვლევდა მრეწველობის ეკონომიკას, კერძოდ, მანქანათმშენებლობის ეკონომიკის აქტ. პრობლემებს. მ. შ.-ს მიღებული აქვს ღირსების ორდენი; ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი, უნ-ტის წინაშე გაწეული დიდი დამსახურებისათვის, სამეცნ. და სასწ. პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

თხზ.: მარგველაშვილი, შ. (1964). შრომის მწარმოებლურობა საქართველოს სსრ ჩარხმშენებლობაში (ავტორი). თბ.,, მეცნიერება; მარგველაშვილი, შ. (1978). სამრეწველო საწარმოთა და გაერთიანებათა საქმიანობის ორგანიზაცია დაგეგმვა და მართვა : ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა.