-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მარგველაშვილი პარმენ იორამის ძე (30.IV.1943, ქუთაისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). იყო თსუ-ის თეორ. ფიზიკის კათედრის ასისტენტი (1971-1975); 55–ე საჯარო სკოლის დირექტორი (1993-2005); იყო თსუ-ის პრორექტორი (1997-2005); იყო თბილ. დამოუკიდებელი უნ-ტის რექტორი (1991-2007); უწმინდესისა და უნეტარესის საქართვ. კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით დაინიშნა საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის რექტორად (2003). გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნ. ნაშრომი და პუბლიკაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნეიტრალურ" – მეზონთა ფენომენოლოგიის ზოგიერთი პრობლემა" (1973). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: თსუ-ის ახალგაზრდა მეცნ. საბჭო, თავ-რე(1975-1982); სსრკ-ს დეპუტატი (1989-1991). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი (1998).