მარგველაშვილი მურმან  ვახტანგის ძე
მარგველაშვილი მურმან ვახტანგის ძე

მარგველაშვილი მურმან ვახტანგის ძე (06.VI.1956). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მაღალი ენერგიების თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1978). მ. მ.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომის თემატიკა „კვანტური ქრომოდინამიკის ჯამთა წესები და მათი გამოყენება ორწვერა და სამწვერა კორელატორების მეშვეობით ნაწილაკთა მახასიათებლებისა და ვაკუუმური კონდენსატების შესაფასებლად (1989, მოსკოვის ბირთვული კვლევების ინ-ტი). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში, უმცროსი და უფრ. მეცნიერ- თანამშრომელის პოზიციებზე (1978-1997). სამეცნ. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კვლევებში მსოფლიოს წამყვან სამეცნ. ცენტრებში: ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი); ტრიესტში, თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრი (ICTP, იტალია); ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN, ჟენევა, შვეიცარია) და ფერარის უნ-ტში (იტალია). მ. მ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ველის კვანტური თეორია და კვანტური ქრომოდინამიკა. არის 20-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საბჭ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Determination of g(ωρπ) Constant From QCD Sum Rules“ (Z. Phys. C 38, 467-471, 1988); „On the flavour dependence of the mixed quark-gluon condensate“ (Phys. Lett. B 372, 299-305, 1996);  „Pion polarizability and hadronic tau decays“ (Nucl. Phys. B Proc. Suppl. 54, 309-313, 1997). მ. მ. მუშაობდა ენერგეტიკის სექტორში: იყო USAID პროგრამებში ენერგეტ. რეაბილიტაციის, რესტრუქტურიზაციის, პრივატიზების და ინსტიტუციური მშენებლობის, გრძელვადიანი დაგეგმვის პროექტების მენეჯერი (1994–2000); AES Telasi-სა და სს „თელასის“ რეგიონული პროექტების განყ-ბის ხელმძღვ. (2000–2011); „ხობი 2“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ფინანს. დირექტორი (2011–2012). მ. მ. არის კვლევითი ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) დამფუძნებელი და კვლევების ხელმძღვ. (2007-დან). მისი საქმიანობა მოიცავს ენერგეტ. პოლიტიკის, ენერგეტ. უსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტიანობის, კლიმატის,  ენერგეტ. ბაზრის საკითხებს. მ. მ.-ს მონაწილეობით შეიქმნა საქართვ. სახელმწ. ეროვნ. ენერგეტ. პოლიტიკა, ეროვნ. ინტეგრირებული გეგმა (NECP), წყალბადის სტრატეგია და სხვა სტრატეგიული თუ ანალიტიკური დოკუმენტი. არის რამოდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორი, მაგ.: „Defending Maritime Assets: Approaches to Critical Infrastructure Protection“ (NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security); „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში“ (2017); დ. მედოუზის წიგნის „სისტემებით აზროვნება:  საწყისები“ (2019). ქართ. თარგმანის სამეცნ. რედაქტორი; პუბლ. ნაშრომი „ნამახვანჰესის გაკვეთილები(2022). მ. მ. არის  საერთაშ, ენერგეტ. სააგენტოს EU4Energy პროგრამის ექსპერტი საქართველოში (2017-დან); მონაწილეობდა მრავალი ქვეყნის ენერგეტ. სექტორის მიმოხილვებში; იყო უზბეკეთის ენერგეტ. მიმოხილვის ჯგუფის ხელმძღვ. მ. მ. არის ილიას სახელმწ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი; ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინ-ტის დირექტორი (2013-დან); ენერგეტიკის მართვისა და მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ. (2015-2024); კითხულობს სალექციო კურსებს ენერგეტ. პოლიტიკის, ტექნოლ. და სისტემური აზროვნების მიმართულებით; ახორციელებს კვლევების და საზ-ების ინფორმირების პროგრამებს. მ. მ. აგრძელებს კვლევით და საგანმან. საქმიანობას: არის მრავალი ანალიტიკური ნაშრომის, სტრატეგიული დოკუმენტის, ანგარიშისა და წიგნის ავტორი და თანაავტორი ეროვნ. და საერთაშ. ენერგეტ. პოლიტიკის  საკითხებზე; მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებში და პოლიტიკის ფორუმებში როგორც მომხსენებელი, მოდერატორი და წამყვანი ექსპერტი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მარგველაშვილი, მ. (2014). საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკები და მათი შერბილების მიმართულებები: საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის პოლიტიკის ანგარიში: მე-5 გამოცემა. თბ.; მარგველაშვილი, მ. (თანაავტორი). (2017). ბიომასის საწვავი: ლექციები. თბ., ISBN 9789941273360; მარგველაშვილი, მ. (თანაავტორი). (2014). კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება: სალექციო მასალების კრებული. თბ., ISBN 9789941095450.