მარგველანი გელა ანდრიას ძე (1.III.1934, სოფ. იფრალი, ახლანდ. მესტიის მუნიციპ.), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1960). მუშაობდა ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში (1960-1972), გორის სახელმწ. პედ. ინ-ტში (1972-1976), თსუ-ის ფიზ. გეოგრ., მოგვიანებით ფიზ. გეოგრ. და გარემოს დაცვის კათედრის დოცენტად (1976-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მდ. ყვირილას აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, ზესტაფონის ზევით“ (1970). მ. გ. 60-მდე სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის უმაღლ. და საშ. სკოლების სახელმძღვანელოების ავტორია. მისი ავტორობით, ან თანაავტორობით მომზადდა და გამოიცა კონტინენტების ფიზიკურ-გეოგრ. დახასიათება: ჩრდილოეთ ამერიკის (1990), სამხრეთ ამერიკის (1994), აფრიკის (1998), ანტარქტიდის (1997), ავსტრალიისა და ოკეანეთის (1995), ევროპის (1999), აზიის (2000). ამ ნაშრომებში მოცემულია კონტინენტებისა და მისი ცალკეული რეგიონების რელიეფისა და გეოლოგიური აგებულების, ჰავის, შიგა წყლების, ნიადაგ-მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს, გეოგრაფიული სარტყლებისა და ბუნებრივი ზონების მიმოხლვა. მ. გ. ლექციებს კითხულობდა საგნებში: „კონტინენტებისა და ოკეანეების ფიზიკური გეოგრაფია“, „წინა აზიის ფიზიკური გეოგრაფია“ და სხვ.
თხზ.:მარგველანი, გ. (თანაავტორი). (1997). კონტინენტების გეოგრაფია, VII კლასის სახელმძღვანელო. თბ.; მარგველანი, გ. (თანაავტორი). (1998). მსოფლიო ბუნებრივი რესურსები. გამოყენება და ბუნების დაცვა, შემსვლელთათვის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 99928-56-35-1; მარგველანი, გ. (თანაავტორი). (1998). ფიზიკური გეოგრაფია. თბ., გამომც. მეცნიერება; ხარაძე კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.