-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ასოცირებული პროფესორი
მარგიანი ქეთევან გრიგოლის ასული (16.V.1955, ყარაჩაის მხარე, ქლუხორი) ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი, კავკ. ენები (1978), ასპირანტურა კავკ. ენების მიმართულებით (1988), დოქტორანტურა ქართველური ენების განხრით (2007). გახდა ფილოლოგიის დოქტორი (2008), თსუ-ის ახალციხის ფილიალის მიწვეული ლექტორი (1990-1993). არის თსუ-ის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (2007-დან), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2012-დან). მ.ქ. თანამშრომლობს ქართ. ენის სახელმწ. ენის დეპარტ. ექსპერტთა კომისიასთან (2017-დან), არის ცენტრ. ევრაზიის სამეცნ. საზ-ების წევრი (ოჰაიო, 1999-დან), პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების შემფასებელი კომისიის წევრი (2013-2016), ერთიანი ეროვნ. გამოცდების შემფასებელი კომისიის წევრი (2016-დან), არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტის შიდასაატესტაციო კომისიის წევრი, შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის დარგობრივი ექსპერტი (2010-დან), სახელმწ. ენის დეპარტ. ექსპერტთა კომისიის წევრი (2017-დან). თსუ-ში სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ქართ. ენის მორფოლ-სა და სინტაქსს; ქართ. ლექსიკოლოგიას; ქართველური ენების შედარებით გრამატიკას; სვან. ენის გრამატიკის საფუძვლებსა და საბაზისო ლექსიკას; სვან. ენის გრამატიკას; სვან. ენის ლექსიკოლოგიას; ქართველური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ლინგვისტურ ანალიზს და სხვ. მ.ქ.-ს კვლევის სფეროებია: ქართ. ენის გრამატიკა; ქართველური ენები; ლექსიკა-ლექსიკოლოგია; ზოგადი ენათმეცნ. და სხვ. მ.ქ. მონაწილეობდა სახელმწ. ენის დეპარტ. პორტალის „სვანური ტოპონიმიკა“ შედგენაში, როგორც ექსპერტი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვ. (2025). მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სვან. ენის კვლევაში: მ.ქ.-მ პირველმა აღმოაჩინა და სვან. ზმნის პარადიგმა შეავსო ორი ინვერსიული მწკრივით — პირობით-შედეგობითი I და II (დაბეჭდილია წიგნში „ბალსზემოური დიალექტების მორფოსინტაქსისური ანალიზის ასპექტები“, 2008). საინტერესოა მ.ქ.-ს გამოკვლევა „ევიდენციალობა სვანურ ენაში“, როგორც ამ ზოგადლინგვისტური კატეგორიის პირველი კვლევა ქართველურ საენათმეცნიერო სივრცეში, რაც საფუძვლად დაედო ამ კატეგორიის შესწავლას ქართველური ენების ფარგლებში თანაავტორებთან ერთად. მნიშვნელოვანია მ.ქ-ს წვლილი კოდორული მეტყველების კვლევაში, რომლის შესახებსც მისი თანაავტორობით შეიქმნა რამდენიმე მონოგრაფიული ნაშრომი. მ.ქ.-ს ბოლოს გამოცემული ნაშრომი „არქაული ქართველური ენა (სვანური ენის გრამატიკული საკითხები სავარჯიშოებითურთ)“ განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ ქართველური ენების მიმართულების სტუდენტებისათვის. აღსანიშნავია მ.ქ-ს წვლილი სვან. ლექსიკოგრაფიაში: ის მონაწილეობდა ყველაზე მოცულობითი „სვანური ლესიკონის“ შევსებასა და გამოსაცემად მომზადებაში(2000), ასევე სვან.-გერმ. ლექსიკონის მომზადებაში ჰ. ფენრიხთან თანამშრომლობით (ლექსიკონი ერთვის მონოგრაფიას „კოდორული სვანური“). მ.ქ.-ს უშუალო ჩართულობით დასრულდა, ითარგმნა ქართულად ტექსტები და გამოიცა ვ. თოფურიას უკანასკნელი, დაუსრულებული წიგნი „სვანური ენის სახელმძღვანელო“.
თხზ.: მარგიანი, ქ. (2009). ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი. თბ., მწიგნობარი. ISBN: 9789941907951; მარგიანი, ქ. (თანაავტორი). (2010). კოდორული ქრონიკები: გამოკვლევებითურთ. ISBN: 9789941909788; მარგიანი, ქ. (2012). ევიდენციალობის კატეგორია სვანურ ენაში. თბ., გლობალ-პრინტი +. ISBN: 9789941929014; მარგიანი, ქ. (თანაავტორი). (2019). ევიდენციალობის კატეგორია ქართველურ ენებში. თბ., პეტიტი. ISBN: 9789941966897; მარგიანი, ქ. (თანაავტორი). (2019). უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში. თბ., უნივერსალი. ISBN: 9789941332654; მარგიანი, ქ. (თანაავტორი). (2020). კოდორული სვანური: გამოკვლევები, ტექსტები, ლექსიკონი. თბ., მწიგნობარი. ISBN: 9789941490057; მარგიანი, ქ. (2023). არქაული ქართველური ენა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN: 9789941966880; ISBN: 9789941361791 (წიგნი IV).