მარღიშვილი იოანე გიორგის ძე (ერობაში - ნიკოლოზი), არქიმანდრიტი
მარღიშვილი იოანე გიორგის ძე (ერობაში - ნიკოლოზი), არქიმანდრიტი

მარღიშვილი იოანე გიორგის ძე (ერობაში - ნიკოლოზი), არქიმანდრიტი (1874, გორი - 13.X.1929, თბილისი, სიონის საკათედრო ტაძრის ეზო), სას. პირი, ქართ. უნ–ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); დაამთავრა გორის სას. სასწავლებლი (1899). მუშაობდა გორისა და ყიზლარის ტაძრების საეკლ.-სამრევლო სასწავლებლებში. აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი იოანე (28.X.1900); ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად (1901). დაამთავრა: ქუთაისის  (1904) და თბილ. სას. სემინარიები (1905);  სწავლობდა მოსკ. სას. აკადემიაში (1910-1914). იყო:ქუთ. სას. სასწავლებლისა  (02.X.1914) და გორის სას. სასწავლებლის ზედამხედველი (10.VIII.1915); შემდეგ მას უბოძეს არქიმანდრიტის ხარისხი (29.VIII.1915);  სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილ. სას. სასწავლებლის მასწავლებლად (21.IX.1917); იყო გურჯაანის სასწავლებლის ინსპექტორი (01. IX. 1920 წ.);  ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი (15.XI.1921);  ალავერდის ეპარქიის დროებით მმართველი (07.IV.1925), ურბნისის ეპარქიის მმართველი (XI. 1925 20.X.1926). მიტროპოლიტმა საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია, მაგრამ საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ იოანეს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი არ მიანიჭეს (14.01.1926).  იგი დაინიშნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად(03.III.1927), მოგვიანებით კი ბოდბის ეპარქიის მმართველად (20.X.1928).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.318; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ.2.