მარღია ელგუჯა
მარღია ელგუჯა

მარღია ელგუჯა (15.VIII. 1963, სოფ. ლიაში, წალენჯიხის მუნციპალიტეტი). მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი.  საქართვ.  მწერალთა  საერთო ეროვ.  კავშირის წევრი (1993 წლიდან). მ. ე.-მ  დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1990);  იგი არის აკადემია "ველესას" ადმინისტრირებული ცენტრის სერთიფიცირებული სპეციალისტი "საკადრო მუშაობის საფუძვლებში" (2005).  მ. ე. იყო  ,,ქართული ქრონიკის”, რედ. მოადგილე (1985-1988); ლიტ.-პუბლიც. ჟურნ. ,,ფენიქსის” ლიტმუშაკი (1986-1989); ახალგაზრდა ლიტ. ცენტრის გაზ. ,,მესამე გზის” რედ. ლიტმუშაკი (1990-1991);  ლიტ. რესპ.   ცენტრის შემოქმედებითი სექტორის ხელმძღვ.   (1992-1996); ჟურნ. ,,ცისკრის” ლიტმუშაკი (1996-1997); გაზ. ,,კრიმინალური ქრონიკის” კორესპოდენტი (1997-2000); საქტელერადიომაუწყებლობის სტუდია  ,,პუბლიცისტის” პოლიტ. მიმომხილველი (2001-2004); საქტელერადიომაუწყებლობის სტუდია, შ/გ  ,,ალიონის” კორესპოდენტი, მოგვიანებით რედ. და კორდინატორი (2004);  საზ-ბასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის” დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვ.   შ/გ(2004), რ-ის ბაზაზეც შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Brand News, რ-იც ატარებს ხოლმე ყოველწლიურ კონკურსს "ქართული ბრენდის დღე"; იგი ამ საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდის”  მთ. რედ.  (2004-2011);   ჟურნ. ,,ცისკრის” საზ-ბასთან ურთიერთობის განყ-ბის ხელმძღვ. (2010-2011). მისი ლექსები და თარგმანები სხვადასხვა ლიტ.  ჟურნ.-გაზ. იბეჭდება (1978-დან). ესენია: ,,როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი”(ლექსები,1993); ,,დუმილის სივრცე” (ლექსები, 2001); ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია” (2006); ,,ნაბადი” (ლექსები, 2011); ,,ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!” (2016); „დროის არითმია : 333 რობაი” (2017); ,,საგანძურის რობაი და სხვა” (2017); „ქართული რობაიები” (აზერბ. Elquca Marğiya — „Gürcü Rübailəri“, აზერბ. „QANUN“ NƏŞRLƏR EVİ, აზერბ. თარგმნა იმირ მამედლიმ, 2019). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: საქართვ. მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პირველი პრემია ჟურნ. "ცისკრის" რედაქციის წარდგინებით (1992); თბილ. მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილ. სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა საზ. "ბესტსელერის" ლიტ, მეორე პრემია; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტ. სამინისტროს, პირველი პრემია (2007); მუხრან მაჭვარიანის სახ. ლიტ. კონკურსი "პოეტური მინიატურები",  მეორე ადგილი (2017); ლიტ-რისა და ხელოვნების კონკურსის "თბილისის" დიპლომი, ფინალისტი (2017);  წმინდა ნინოს ჯვარი", ქრისტიანული პოეზიის მეშვიდე ფესტივალზე ლექსისთვის "ენდალმა",  მთავარი პრიზი (2017); ლიტ. ფესტივალ "ქუჯის" პრემია,  ნომინაციაში, ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებ.” (2024 ).

თხზ.: მარღია, ე. (2018). მე ვგავდი ჩემი სამშობლოს წარსულს: ნოდარ გრიგალაშვილი-60: მოგონებები. თბ., ISBN: 9789941800375; მარღია, ე. (2019). პიკარესკული ჟამის რობაიები. თბ., ჩვენი მწერლობა, ISBN: 9789941966965; მარღია, ე. (2022). ქართული რობაიაები. თბ., სვეტი, ISBN: 9789941978678; მარღია, ე. (2023). მიმინოსავით მოთმინებას ვათვინიერებ: პოეტის ქოხის რობაიები. თბ.,სვეტი, ISBN: 9789941986918.