მაყაშვილი ივანე რამაზის ძე
მაყაშვილი ივანე რამაზის ძე

მაყაშვილი ივანე რამაზის ძე (07. X. 1848, თელავი-1921-ის შემდეგ, საფრანგეთი), რუს. იმპერიის არმიის გენ.-მ. (1907);  თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ების წევრი (1917-1918); მსახურობდა ჯარში ოფიცრად (1872-იდან); იყო რუს.-ოსმ. (1877–78), რუს.-იაპონიის (1904–1905) ომის მონაწილე; რუს.-ოსმ. ომში (1877-1878) პრაპორშჩიკის ჩინით მეთაურობდა გურიის ქვეითი დრუჟინის ასეულს. მსახურობდა 65-ე სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში (1901–1907 ); მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1904); დაინიშნა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონის, ხოლო შემდგომ-ახულგოს 250-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაურად (1907). მ. ი. როგორც სამხ. მწერალი, ავტორია წიგნებისა სამხ. ისტორიის შესახებ. სამხედრო წარჩინებისთვის დაჯილდოვდა წმ. ანას მე-3 (მახვილებითა და ბაფთით) და მე-4 ხარისხის; წმ. ვლადიმერის მე-3 და მე-4 ხარისხის (მახვილებითა და ბაფთით) სამხ. ორდენებით, პორუჩიკის წოდებით; „რუმინეთის ვარსკვლავითა“ და ოქროს ხმლით, მამაცობისათვის (1906);  ემიგრაციაში წავიდა საფრ. (1921) და იქვე გარდაიცვალა.

ლიტ.: ბეჟიტაშვილი, გ. (2011). ქართული სამხედრო-პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953): დისერტაცია. თელავი, თელავის სახ. უნ-ტი, გვ. 53-68; საქართველოს ეროვნული არქივი:  პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 4.